მუდმივი მეხსიერება (HDD – Hard Disk Drive) » ახალი საინფორმაციო პორტალი

მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML | Arduino

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


მუდმივი მეხსიერება (HDD – Hard Disk Drive)
მუდმივი მეხსიერება (HDD – Hard Disk Drive)

მუდმივი მეხსიერება - ვინჩესტერი HDD – Hard Disk Drive

ვინჩესტერი (HDD – Hard Disk Drive)

მეხსიერების დანიშნულებაა პერსონალურ კომპიუტერში გამოყენებული პროგრამების, მონაცემების და მიღებული შედეგების შენახვა.

ოპერატიული მეხსიერებისაგან განსხვავებით, სადაც კომპიუტერის გამორთვის ან გადატვირთვის შემდეგ მთლიანად სუფთავდება ინფორმაცია, მუდმივი მეხსიერება კვების გამორთვის შემდეგაც ინარჩუნებს ინფორმაციას.

პერსონალურ კომპიუტერში ორი ტიპის მუდმივი მეხსიერება გამოიყენება: შიდა და გარე.

შიდა მეხსიერება ანუ ვინჩესტერი (HDD – Hard Disk Drive)  პერსონალური კომპიუტერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, სადაც ინფორმაცია დისკის მაგნიტურ ფენაზე იწერება. თითოეული დისკი დაყოფილია ბილიკებად და სექტორებად (იხილეთ სურათზე; თითოეული სექტორის საინფორმაციო მოცულობაა 512 ბაიტი). ვინჩესტერის ძირითადი პარამეტრებია: ტევადობა, სწრაფქმედება, უმტყუნო მუშაობის დრო.

მუდმივი მეხსიერება - ვინჩესტერი HDD – Hard Disk Driveგანვიხილოთ თვითოეული პარამეტრი უფრო ვრცლად: ტევადობა - ანუ რა ზომის ინფორმაციის შენახვა შეუძლია ვინჩესტერს, ძირითადად გამოიყენება 230-დან 500 გიგაბაიტიანი ვინჩსტერები. მაგრამ არსებობს უფრო მეტიც: 750 GB, 1 TB, 2TB და 4 TB. ეს მისი დადებითი მხარეა რადგან მას ოპერატიული მეხსიერებისგან განსხვავებით ძალიან დიდი ინფორმაციის შენახვა შეუძლია. მეორე პარამეტია სწრაფქმედება - ანუ ინფორმაციის ჩაწერის და წაკითხვის სისწრაფე, ცხადია ეს პარამეტი გავლენას ახდენს კომპიუტერის სისწრაფეზე, რადგან მუშაობისას მუდმივად ხდება ინფორმაციის წაკითხვა და შენახვა. თანამედროვე ვინჩესტერები მუშაობენ SATAპორტზე, რომელსაც ინფორმაცის გადაცემის სისწრაფე ტოლია 6GB/წამში.

მაგალითისთვის ავიღოთ მოდელი:

HDD 500 Gb SATA 6Gb/s Seagate Barracuda 7200.12 < ST500DM002> 3.5" 7200rpm 16Mb

ამ პარამეტრიდან ჩანს რომ ვინჩესტერის ზომა 500 გიგაბაიტი, ერთდება SATA  პორტზე, ინფორმაციის გაცვლის სისწრაფე წამში 6 გიგაბაიტია, ფირმა არის Seagate, მოდელი ST500DM002,  დისკის (რაზეც ინფორმაცია ინახება) ფიზიკური ზომა 3,5 დიუმი და ბრუნვის სიჩქარეა 7200 ბრუნი წუთში, 16 მეგაბაიტი კი ბუფერის ზომაა (ეს მეხსიერება იგივე როლს ასრულებს როგორსაც პროცესორში ქეშ მეხსიერება).

ვინჩესტერის დისკის ბრუნთა რიცხვები სხვადასხვაა: - 5400 შედარებით დაბალი დონის ვინჩესტერებზეა.  სტანდარტული 7200 ბრუნია, არის უფრო მაღალიც: 10000 და 16000, ამ ბრუნთარიცხვებზე მუშაობენ ეგრედ წოდებული სკაზები (SCSI) - სერვერული ვინჩესტერები.

 

 

 

ვინჩესტერის სექტორი და ბილიკი

გარე მეხსიერება

გარე მეხსიერება – პერსონალური კომპიუტერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია ინფორმაციის გადატანა ერთი კომპიუტერიდან მეორეში. გარე მეხსიერების მოწყობილობებია: კომპაქტ და დივიდი დისკები, ფლეში, გარე ვინჩესტერი და სხვა.

 

გადმოწერა

პაროლი არქივზე: www.gam.ge

 
| | | დათვალიერება: 14355 | ავტორი: giorgi 19 ოქტომბერი 2014 | კატეგორია: გაკვეთილები » აპარატურული ნაწილი

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |