მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML | Arduino

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


პერსონალური კომპიუტერის მაკომფიგურირებელი მოწყობილობები
პერსონალური კომპიუტერის მაკომფიგურირებელი მოწყობილობები

როგორც უკვე წინა თემებში ვისაუბრეთ სისტებული ბლოკი წარმოადგენს კომპიუტერის ძირითად ბლოკს, ანუ როცა საუბარია კომპიუტერის კონფიგურაციაზე ესეიგი იგულისხმება სისტემური ბლოკი თავისი მაკომპლექტებელი მოწყობილობებით. ამ მოწყობილობების მონაცემენი განსაზღვრავს კომპიუტერის სიძლიერეს. ე.ი. რაც უფრო მძლავრი მონაცემების მქონე ნაწილებისგანაა აწყობილი სისტემური ბლოკი, მით მარალია კომპიუტერის სწრაფქმედება.

სისტემური ბლოკი თავის მხრივ შედგება შემდეგი ნაწილებისგან: სისტემური (System Board) ანუ დედა პლატა (Mother Board), მიკროპროცესორი (CPU), ოპერატიული მეხსიერება (RAM), მუდმივი მეხსიერების მიკროსქემები (ROM chips), მუდმივი მეხსიერების მოწყობილობა ცნობილია როგორც ვინჩესტერი (HDD), გრაფიკული ანუ ვიდეო პლატა (Graphics card, Video card), ქსელის პლატა (Network cars), ხმის პლატა (Sound card), დისკწამკითხველი (CD Drive), ინტერფეისის მიკროსქემები (Chipset), რომლებიც უზრუნველყოფენ პერიფერიულ მოწყობილობებთან კავშირს და ა.შ. სისტემურ ბლოკში შემავალი მოწყობილობების მახასიათებლების შემადგენლობას პერსონალური კომპიუტერის კონფიგურაცია ეწოდება.

 

 

დედა პლატა, მთავარი პლატასისტემური ბლოკის ძირითად ელემენტს წარმოადგენს სისტემური (System Board)ანუ დედა პლატა (Mother Board) (იხილეთ სურ. ) რომელზეც მაგრდება და უერთდება სისტემური ბლოკის ყველა კომპონენტი: პროცესორი (CPU), ბუდეები ოპერატიული მეხსიერების პლატებისათვის (RAM), ვიდეო ადაპტერი  (Gრაპჰიცს ცარდ, Vიდეო ცარდ), ქსელის პლატა (Network card), ხმის პლატა (Sound card), პორტები (USB, PS/2, LAN, SATA, IDE, PCI, PCI-E, AGP) და დამატებითი ბუდეები კომპიუტერის შესაძლებლობების გასაფართოებლად.

სისტემური (დედა) პლატის ხარისხი განაპირობებს კომპიუტერის სხვა და სხვა კომპონენტების ურთიერთობის საიმედოობას და სისწრაფეს.

[xfgiven_link]გადმოწერა [/xfgiven_link]

პაროლი არქივზე: www.gam.ge

 
| | შეგვატყობინე თუ შეცდომაა | დათვალიერება: 7 562 | ავტორი: giorgi 10-10-2014, 18:26 | კატეგორია: ---

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |