მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML | Arduino

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


ოპერატიული მეხსიერება (RAM – Random Access Memory)
ოპერატიული მეხსიერება (RAM – Random Access Memory)

ოპერატიული მეხსიერება (RAM – Random Access Memory) ინფორმაციის დროებითი საცავია. მასში ის აქტიური მონაცემები და პროგრამები იწერება, რომლებიც პროცესორის მიერ მუშავდება. კომპიუტერის გამორთვის ან გადატვირთვის შემდეგ ოპერატიული მეხსიერება მთლიანად სუფთავდება ე.ი. მასში არსებული მონაცემები მთლიანად იშლება, რაც მის უარყოფით მხარეს წარმოადგენს.

კომპიუტერის სიჩქარე ოპერატიული მეხსიერების მოცულობის პირდაპირ-პროპორციულია. პირველი პერსონალური კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა სულ 4 კილობაიტს შეადგენდა, დღეისათვის კი მისი მოცულობა 4 გიგაბაიტს აღწევს.

ჩვეულებრივ  ოპერატიული  მეხსიერება  სრულდება  მეხსიერების  ინტეგრალური მიკროსქემებით  SDRAM  (სინქრონული დინამიური ოპერატიული  მეხსიერება). თითოეული  ინფორმაციული ბიტი  SDRAM-ში  დაიმახსოვრება  მცირე  კინდენსატორის  ელექტრული  მუხტით.  დენის გაჟონვის  გამო  კონდენსატორი  სწრაფად  განიმუხტება  და  საჭიროა  მათი  პერიოდული (დაახლოებით  ყოველ  2მილიწამში)  დამუხტვა  სპეციალური  მოწყობილობით.  ამ პროცესს ეწოდება მეხსიერების რეგენერაცია (Refresh Memory). SDRAM მიკროსქემებს გააჩნიათ  ტევადობა  16-256  მეგაბაიტი  და  მეტი.  ისინი  ჩასმულია  კორპუსებში  და აკრებილია მეხსიერების მოდულებად.

 

ოპერატიული მეხსიერება DIMM DDR DDR2 DDR3

 

 

 

DDR კონტაქტების რაოდენობა 184-ია

 


 

ხოლო DDR2 და DDR3 კონტაქტების რაოდენობა 240-ია, მიუხედავად იმისა რომ ზომით ერთიდაიგივე და განსხვავდებიან მხოლოდ გასაღების ჭრილით. რომელიც ერთია და დაახლოებით შუაშია განთავსებული.

 

ძველ მეხიერებებს ასეთი ჭრილი ორ ადგილას ქონდათ.

 

 


 

უმრავლესობა თანამედროვე კომპიუტერებისა კომპლექტდება მოდულების ტიპით DIMM (Dual-Inline Memery Module- მეხსიერების მოდული მიკროსქემების ორ რიგიანი განლაგებით).  კომპიუტერულ  სისტემებში  ყველაზე  თანამედროვე  პროცესორებზე გამოიყენება მაღალ სიჩქარიანი მოდულები Rambus DRAM (RIMM) და DDR DRAM.

მეხსიერების  მოდულები  ხასიათდება  ისეთი  პარამეტრებით,  როგორიცაა მოცულობა  (128,  256, 512, 1024 ან 2048   მეგაბაიტი),  პასპორტული  სიხშირე  (333,  400, 533, 667,  800 , 1066, 1333, 1600, 1866, 2133 მეგაჰერცი),  მონაცემებთან  შეღწევის დრო  (6  ან  7 ნანოწამი)  და  კონტაქტების  რიცხვი, დღეისათვის  უკვე  გამოსულია  2, 4 და 8  გეგაბაიტიანი  მეხსიერების  მოდულები .

ოპერატიული  მეხსიერების  გარდა  თანამედროვე  პერსონალურ  კომპიუტერებში აუცილებლად  არის  ე.წ.  ზეოპერატიული  მეხსიერება  (მას  კიდევ  ქეშ-მეხსიერებას უწოდებენ,  ინგლისური  cache).  ისინი ძირითადად პროცესორებშია ჩაშენებული. ეს ჩვენ ზოგადად უკვე განვიხილეთ პროცესორებში. მისი დანიშნულებაა  ნელი  მოწყობილობების  მუშაობის სიჩქარის  შეთანხმება  უფრო  სწრაფთან,  მაგალითად  მოკროპროცესორისა  და დინამიური მეხსიერების.

ქეშ მეხსიერება არის სამი დონის: L1 cache, L2 cache,L3 cache.  პირველი დონის  კეშ-მეხსიერება  32 ბაიტი  სიდიდით  უშუალოდ  მიკროპროცესორშია  დაყენებული,   მეორე დონის – მოცულობით 1, 2, 4, 6. 12 მეგაბაიტი, ხოლო მესამე დონის კი 32 მეგაბაიტი და მეტიც.

 

 

 

[xfgiven_link]გადმოწერა [/xfgiven_link]

პაროლი არქივზე: www.gam.ge

 
| | შეგვატყობინე თუ შეცდომაა | დათვალიერება: 13 890 | ავტორი: giorgi 19-10-2014, 17:35 | კატეგორია: ---

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |