IP მისამართები » ახალი საინფორმაციო პორტალი

მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML | Arduino

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


IP მისამართები
IP მისამართები

ქსელის არსი და უპირატესობა.

ინტერნეტში ჩართულ თითოეულ კომპიუტერს უნიკალური მისამართი (IP address) ენიჭება. IP მისამართი წერტილებით გამოყოფილი ოთხი რიცხვისგან  შედგება. თითოეული რიცხვის დიაპაზონია 0-255. მაგალითად: 217.72.130.138. გარდა IP მისამართისა,კომპიუტერის ინტერნეტის ქსელში ჩასართავად მას უნდა მიენიჭოს სხვა TCP/IP პარამეტრები. კერძოდ: Subnet mask, Default gateway, DNS server. Subnet mask (ქსელის ნიღაბი)- განსაზღვრავს, თუ რა ზომისაა ლოკალური ქსელი, რომელშიც ჩართულია მოცემული კომპიუტერი.

Default gateway (გასასვლელი) - მიუთითებს იმ კომპიუტერის, ან ქსელური მოწყობილობის IP მისამართს, რომლის გავლითაც მოცემული ლოკალური ქსელის კომპიუტერები სხვა ქსელის კომპიუტერებს უკავშირდება.

DNS server - სერვერის IP მისამართი, რომელიც კომპიუტერის დომენური  სახელის მის IP მისამართში გადაყვანას უზრუნველყოფს. ადამიანისთვის რიცხვებით ჩაწერილი მისამართების დამახსოვრება საკმაოდ რთული და მოუხერხებელია. მომხმარებელთა მუშაობის გამარტივების მიზნით 1983 წელს შეიქმნა დომენურ სახელთა სისტემა (DNS - Domain Name System), რომლის მიხედვითაც თითოეულ მისამართს შეესაბამება ერთი, ან რამდენიმე ტექსტური სახელი და პირიქით.

საკვანძო კომპიუტერთან დასაკავშირებლად შეგვიძლია როგორც IP მისამართი, ასევე დომენური სახელი გამოვიყენოთ. DNS ავტომატურად და მომხმარებლისგან ფარულად საიტის სახელს IP-მისამართად გარდაქმნის. დომენური სახელების სინტაქსი შემდეგნაირად გამოიყურება: <მე-3დონის დომენი>.<მე-2დონის დომენი2>.<1-ლი დონის დომენი>.

 

მაგ:

www<3დონის დომენი>.google<2დონის დომენი>.ge<1დონის დომენი>.

 

დომენურ სახელში 1-ელი დონის დომენი ადრესატის ქვეყნის, ან საქმიანობის სფეროს განსაზღვრავს.თავდაპირველად პირველი დონის ექვსი დომენი არსებობდა:

გადმოწერა

პაროლი არქივზე: www.gam.ge

 
| | | დათვალიერება: 7678 | ავტორი: giorgi 27 იანვარი 2015 | კატეგორია: გაკვეთილები » ქსელები

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |