პროცესორი – (CPU – Central Processing Unit) ეს არის მიკროსქემა, რომელიც პერსონალური კომპიუტერის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს, მართავს მის მუშაობას და აწარმოებს ყველა სახის გამოთვლით ოპერაციებს,ანუ ხდება ინფორმაციის გადამუშავება. კომპიუტერის სწრაფქმედება და წარმადობა დიდადაა დამოკიდებული პროცესორის მახასიათებლებზე.
დღეისათვის კომპიუტერებში გამოიყენება პროცესორები, რომლებიც შექმნილია ფირმების Intel, AMD, Cyrix და IBM. პროცესორები ერთმანეთისაგან განსხვავდება ორი მახასიათებლით: ტიპით (მოდელი) და ტაქტური სიხშირით. ტაქტურისი ხშირემი უთითებს, რამდენ ელემენტარულ ოპერაციას (ტაქტს) ასრულებს მიკროპროცესორი ერთ წამში. ტაქტურისი ხშირე იზომება მეგაჰერცებში (1 მეგაჰერცი=1000000 ჰერცი).
პროცესორის მნიშვნელოვან პარამეტერს წარმოადგენს მისი თანრიგიანობა, იგი გვიჩვენებს რამდენი ორმაგი თანრიგი (ბიტი) ინფორმაციისა მუშავდება (ან გადაეცემა) ერთ ტაქტში, აგრეთვე რამდენი ორმაგი თანრიგი შეიძლება იქნას გამოყენებული პროცესორში ოპერაციული მეხსიერების ადრესაციისათვის.
პროცესორები განსხვავდებიან ასევე ბირთვების რაოდენობით, არსებობს 1, 2, 4, 6, 8, 12 და 16 ბირთვიანი პროცესორები. ბირთვი პროცესორის ის ნაწილია სადაც ძირითადად ინფორმაციის გადამუშავება ხდება, უხეშად რომ ვთქვათ ტვინი, შესაბამისად რაც უფრო მეტ ბირთვიანია პროცესორი მით სწრაფად იმუშავებს კომპიუტერი, რადგან დროის ერთეულში იმდენჯერ მეტი ინფორმაცია მუშავდება რამდენ ბირთვიანიცაა.
დიდი მნიშვნელობა აქვს პროცესორის მოდელს, რადგან ისინი ფორმითაც განსხვავდებიან, შესაბამისად აქვთ განსხვავებული ბუდე რომელსაც სოკეტს (Socket) უწორებენ (დედა პლატაზე არსებული ადგილი სადაც პროცესორი იდება), ჩამოვთვალოთ მათი ნაირსახეობა, გავეცნოთ მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ მოდელებს:
Intel ფირმის პროცესორებისთვის:
Socket (LGA 478) ძველი პენტიუმ 4 მოდელებისთვის;
Socket (LGA 775) თანამედროვე პენტიუმ 4 მოდელებისთვის, ასევე 2 ბირთვიანის - Core 2 Duo, Core 2 Quad, Celeron;
Socket (LGA 1155, 1156, 1366) მეხუთე თაობის პროცესორებისთვის Corei3, i5;
Socket (LGA 2011) მეხუთე თაობის პროცესორებისთვის Corei7;
AMDფირმის პროცესორებისთვის:
Socket (FM1 и FM2)
Socket (AM2 и AM2+)
Socket (AM3 и AM3+)
Intel-ისპროცესორების მოდელები თავიანთი განვითარების მიხედვით:
Socket (LGA 775)
|
Socket (LGA 1155)
|
Socket (LGA 1366)
|
Socket (LGA 2011) |
|
|
|
|
სურათზე ხედავთ პროცსორების ნაირსახეობებს ფორმის და ზომის მიხედვით:
ასევე პროცესორის მახასიათებელია L2 და L3 ქეში, ანუ L2 და L3 მეხსიერება, რომელიც დიდ როლს ასრულებს პროცესორის სწრაფქმედებაში. ძირითადად გამოიყენება 1 მეგაბაიტიდან 12 მეგაბაიტამდე, რაც მეტია მით კარგია.
მაგალითისთვის ავიღოთ ერთ-ერთი პროცესორის მონაცემი და გავშიფროთ იგი:
Intel® Core™2 Duo Processor E8400 (3.00 GHz, LGA 775,6M Cache,1333 MHz FSB)
მონაცემიდან ნათლად სჩანს რომ პროცესორი არის Intel ფირმის, 2 ბირთვიანი, მოდელი E8400, მუშაობს 3.00 გეგაჰერც სიხშირეზე,პროცესორის ბუდე არის სოკეტი LGA 775, L2 ქეშის ზომაა 6 მეგაბაიტი და სალტის სიხშირეა 1333 მეგაჰერცი.
|