ინფორმაციული ტექნოლოგიები, ზოგადი ცნობები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში

მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML | Arduino

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


ზოგადი ცნობები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში
ზოგადი ცნობები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში

გამოთვლითი ტექნიკის განვითარება საუკუნეების ისტორიას ითვლის. 1642 წელს ფრანგმა მეცნიერმა ბ. პასკალმა შექმნა პირველი მექანიკური გამოთვლითი მანქანა, რომელიც აწარმოებდა შეკრება-გამოკლებას. 1673 წელს მეცნიერი ლაიბნიცი ქმნის მანქანას, რომელიც ასრულებს ოთხივე არითმეტიკულ ოპერაციას, შემდგომში - XIX საუკუნეში შეიქმნა უფრო მაღალი სიზუს¬ტისა და საიმედობის სხვადასხვა კონსტრუქციის მექანიკური გამოთვლითი მანქანები.

პერსონალური კომპიუტერი გამოირჩევა მისი წინამორბედებისაგან ბევრი უდავო უპირატესობით, როგორიცაა სიმარტივე, სისწრაფე, საიმედოობა, და ა.შ., სწორედ ამ უპირატესობის გამო გახდა ყველა სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის საჭირო და აუცილებელი.

კომპიუტერის მწარმოებელმა MITS კომპანიამ, რომელიც დაარსა რობერტსმა, 1974 წელს შექმნა პირველი პერსონალური მიკროკომპიუტერი რომელსაც “Altair”  ერქვა. “Altair” წარმოადგენდა მიკრო კომპიუტერის ასაწყობ ნაკრებს და ძალზე განსხვავდებოდა თანამედროვე პერსონალურ კომპიუტე¬რი¬საგან, მას არ ჰქონდა კლავიატურა და მონიტორი. მონაცემის შეყვანა ხორციელდებოდა წინა პანელზე მოთავსებული გადამრთველების საშუალებით.

1977 წლისთვის გამოვიდა სხვადასხვა ფირმების რამოდენიმე პერსონალური კომპიუტერი: Tandy, Apple II, Commodore. 1979 წელს გამოვიდა Apple II- ის მოდიფიცირებული მოდელი Apple II plus. ის წარმოადგენდა უკვე საკმაოდ დახვეწილ კომპიუტერს, რომელთანაც სპეციალური პლატების მეშვეობით შეიძლებოდა სხვადასხვა მოწყობილობების მიერთება. Apple II plus–თვის შექმნილმა `ელექტრონული ცხრილების~ პირველმა პროგრამამ სახელწოდებით - VisiCalc გადააქცია კომპიუტერი სერიოზულ ინსტრუმენტად მცირე ფირმების ბუღალტერიის წარმოებისთვის.

1981 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში IBM (International Business Machines) ფირმამდაიწყო პერსონალური კომპიუტერების სერიული გამოშ¬ვება სახელწოდებით IBM PC, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კომპიუტერების განვითარების ახალ ერას.

გადმოწერა

პაროლი არქივზე: www.gam.ge

 
| | | დათვალიერება: 5279 | ავტორი: giorgi 6 ოქტომბერი 2014 | კატეგორია: გაკვეთილები » აპარატურული ნაწილი

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |