მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML | Arduino

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


-პერიფერიული მოწყობილობები:
-პერიფერიული მოწყობილობები:

პერიფერიული მოწყობილობები:

პერიფერიულ მოწყობილობებს მიეკუთვნება ყველა ის მოწყობილობა რომელიც ერთდება სისტემურ ბლოკზე დამატებითი ოპერაციების შესასრულებლად, ანუ ის არაა აუცილებელი კომპიუტერის მუშაობისთვის და გამოიყენება დამატებითი სერვისის შესასრულებლად. პერიფერიული მოწყობილობებიდან ყველაზე ხშირად მომხმარებელი იყენებს: საბეჭდ მოწყობილობას ანუ პრინტერს, სკანერს, ვებ კამერასა,დინამიკებს, ციფრულ ფოტოაპარატს და ა.შ.

პრინტერი:

პრინტერი (Printer) ანუ საბეჭდი მოწყობილობა განეკუთვნება ინფორმაციის გამომტან მოწყობილობებს და მისი დანიშნულებაა ინფორმაციის ქაღალდზე გადატანა.
არსებობს პრინტერის სხვადასხვა ტიპები: მატრიცული (Dot Martix), ჭავლური (Ink Jet),  ლაზერული (Laser). პრინტერის ძირითადი მახასიათებელი არის ქარალდის ზომა, ანუ რა ზომის ქაღალდზე შეუძლია ბეჭდვა, ძირითადად გავრცელებულია A4 ზომის (თაბახის ფურცელი) პრინტერები, ასევე არის A3 ზომის , გაცილებით ძვირია (ცნობისთვის A3 ზომა ორმაგი თაბახის ფურცლის ზომის ტოლია ანუ ორჯრ დიდია). მეორე მახასიატებელია dpi ანუ ერთ დიუმში რამდენი წერტილის დაბეჭდვა შეუძლია, ეს მაჩვენებელი რაც უფრო დიდია, მით მაღალი ხარისხისაა პრინტერი და შესაბამისად გამოსახულებაც გაცილებით მკაფიოა. ძირითადად არის 600 dpi და 1200 dpi პრინტერები.

მატრიცული პრინტერი ყველაზე მოძველებულია პრინტერებიდან , მას ბეჭდვის საკმაოდ დაბალი ხარისხი გააჩნია, ამიტომაც უკვე აღარ გამოიყენება, მას მხოლოდ აფთიაქებში თუ წავაწყდებით რომელსაც წამლის ჩანათვალის ამოსაბეჭდად იყენებ, სადაც ნაბეჭდის ხარისხი არ ჭირდებათ.

ამ ტიპის პრინტერებში ბეჭდვა ხდება სპეციალური მატრიცული თავაკის საშუალებით. ამ ტავაკში მატრიცულად განლაგებული ნემსებბია, რომლებიც ბეჭდვისას ურტყავს მელნიტ გაჟღენთილ ლენტას და შესაბამისად გამოსახულება ქაღალდზე გადააქვს.

ლაზერული პრინტერილაზერული პრინტერები აბსოლიტურად განსხვავებული პრინციპით მუშაობს, ისინი სახარჯ მასალას (ფერებს) იყენებენ ფხვნილის სახით, რომელსაც ტონერს უწოდებენ. სპეციალური ფოტომგრძნობიარე ლილვი (თუ კარტრიჯი ახლოდან გინახიათ შეამჩნევდით მწვანე ლილვს - ეგ არის ფოტომგრძნობიარე ლილვი) ლაზერის სხივით იმუხტება, შემდგომ დამუხტული ზედაპირი გაივლის ტონერის ავზს, დამუხტულ ადგილებში მიიკრავს ამ ტონერს, გადაგორდება ქაღალდზე და მასზე დაიტანს გამოსახულებას. გამოსახულება დატანილი ქაღალდი გაივლის თერმო ფეჩს, რომ ტონერი დაფიქსირდეს ქაღალდზე და არ წაიშალოს. თუ დაკვირვებიხართ ამიტომაცაა ამობეჭდილი ქაღალდი ცხელი.

ლაზერული პრინტერები გამოირჩევა საკმაოდ მარალი ბეჭდვის ხარისხით, სისწრაფით და ეკონომიურობით. ამიტომაც ამ ტიპის პრინტერები ძალიან გავრცელებულია.

 

ჭავლური პრინტერიჭავლური პრინტერები კი ბეჭდვისას იყენებენ თხევად მდგომარეობაში მყოფ საღებავს, სპეციალური თავაკების საშუალებით, რომლებიც კარტრიჯებზეა მოტავსებული საღებავი გაიფრქვევა ქაღალდზე, ამიტომაც მიიღო ამ ტიპის პრინტერებმა სახელი "ჭავლური". ბეჭდვის სისწრაფე ამ ტიპის პრინტერებისთვის შედარებით მცირეა, ასევე მისი უარყოფითი მხარეა რომ თუ სისტემატურად არ ვიყენებთ პრინტერს, მის კარტრიჯებში საღებავი ხმება და გამოუსადეგარია. რის მერეც ითხოვს ახლის ყიდვას. ასევე უარყოფითი მხარე დაბეჭდილი ქაღალდის რაოდენობა, ჭავლურ პრინტერებს შეუძლიათ დაბეჭდონ 125-150 ფურცელი კარტრიჯის სრულ დახარჯვამდე (საუბარია დოკუმებტზე და არა ფოტოებზე). ლაზერული პრინტერები კი დაახლოეით 1200-1500 ფურცელს ბეჭდავს.

 

სკანერი:

სკანერისკანერი (Scanner)  არის მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა გამოსახულების შეტანა კომპიუტერში. სკანერი მუშაობის პრინციპით ასლ გადამღებ მანქანას წააგავს. მასკანირებელი თავაკი, გადაივლის რა ფურცელზე, წაიკითხავს გამოსახულებას და გადაიტანს კომპიუტერის მეხსიერებაში. სკანერის ძირითადი მახასიათებელია ოპტიკური გარჩევადობა.ესაც dpi-ით იზომება და ნიშნავს თუ ერთ დიუმში რამდენი წერტილის აღქმის უნარი გააჩნია სკანერს, რაც მეტია მით ხარისხიანია.ამჟამად გამოიყენება 1200 dpi მონაცემის სკანერები.ნებისმიერი სკანერი ასკანერებს ფერად გამოსახულებას და კომპიუტერში ინფორმაცია შეყავს სურათის სახით.

 

ვებ კამერა:

ვებ კამერავებ კამერა (Web cam) მცირე ზომის ციფრული ვიდეო კამერაა, რომელიც მაგრდება კომპიუტერის მონიტორზე, გამოიყენება ვიდეო გამოსახულების კომპიუტერში წარმოსადგენად, ინტერნეტით ვიდეო კონფერენციების მოსაწყობად და ა.შ. კამერების ძირითადი მახასიათებელი არის პიქსელები, რაც მეტია მით მაღალი ხარისხის კადრებს აფიქსირებს. ამჟამად იყენებენ 1.3 M-pix და 5 M-pix კამერებს.

 

 

 

 

 

 

[xfgiven_link]გადმოწერა [/xfgiven_link]

პაროლი არქივზე: www.gam.ge

 
| | შეგვატყობინე თუ შეცდომაა | დათვალიერება: 14 234 | ავტორი: giorgi 16-10-2014, 22:12 | კატეგორია: ---

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |