მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML | Arduino

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


ვიდეო-კარტა (გრაფიკული ადაპტერი)
ვიდეო-კარტა  (გრაფიკული ადაპტერი)

ვიდეო კარტა (გრაფიკული ადაპტერი) – მოწყობილობა, რომელიც გადაამუშავებს გრაფიკულ ინფორმაციას და გზავნის მონიტორზე. მას გამოყავს გამოსახულება თქვენი მონიტორის ეკრანზე. და რაც უფრო კარგი ხარისხისაა ვიდეო კარტა მით უფრო ხარისხიანი გამოსახულება იქნება ეკრანზე .

ვიდეო კარტის ძირითადი მონაცემები: 

  • გრაფიკული პროცესორი;
  • ვიდეო მეხსიერების მოცულობა, ტიპი და სიხშირე;
  • მეხსიერების შინის ტიპი და გამტარიანობა;
  • ინტერფეისი;
  • გაცივების სისტემის კონსტრუქცია;
  • მხარდაჭერა CrossFireХ და SLI.

 

არსებობს ორი ტიპის ვიდეო კარტა : ინტეგრირებული (ჩაშენებული) და დისკრეტული (ჩადგმული).

ინტეგრირებული  გრაფიკული ადაპტერი, როგორც წესი იმყოფება სისტემურ პლატაზე (დედა პლატაზე). გრაფიკული პროცესორის როლს მასში ანხორციელებს ჩიპსეტის ერთეთი ხიდი. ასეთი სახის ვიდეო კარტები ნაკლებად პროდუქტიულია. საკუთარი მეხსიერების არყოფნის გამო მას ოპერატიული მეხსიერებიდან გამოეყოფა გარკვეული ნაწილი. ასევე დამატებით იტვირთება ცენტრალური პროცესორი.

დისკრეტული ვიდეო კარტა - ცალკეული მოწლობილობაა , მიერთებულია სისტემურ პლატის სლოტზე. თანამედროვე პლატებისათვის არის ერთი შესაფერისი სლოტი - PCI Express. არსებობს ამ სლოტის სხვა და სხვა მოდიფიკაცია (PCI Express x1, PCI Express x4, PCI Express x16). ვიდეო კარტებისათვის ყველაზე შესაფერისი გახლავთ სლოტი PCI Express x16, რადგან იგი ყველაზე პროდუქტიულია.

აი ასე გამოიყურება დისკრეტული ვიდეო კარტა.

 

ვიდეო კარტა (გრაფიკული ადაპტერი)

ფოტოზე მითითებულია:

  1. ვიდეო პროცესორი შავი გამაციებლით;
  2. სლოტი AGP რომლის მეშვეობითაც ვიდეო კარტა ყენდება სისტემურ პლატაზე
  3. ვიდეო შესაერთბლები DVI.
  4. ვიდეო შესაერთბლები S-Video.
  5. ვიდეო შესაერთბლები VGA.

ვიდეო ადაპტერის პორტები - VGA, DVI, HDMIვიდეო შემაერთებლების მეშვეობით რომელიც გააჩნია ვიდეო კარტას ხდება მისი ფიზიკური შეერთება მონიტორთან და ტელევიზორთნ.

 

მაგალითდ VGA შესაერთებელი აწვდის ანალოგურ სიგნალს, ხოლო DVI გვაწვდის ციფრულ სიგნალს. არის კიდევ ერთი სტანდარტი HDMI აქ გამოსახულებასთან ერთად შეიძლება ხმის მიწოდებაც.

 

ჩვენ ზემოთ ავღნიშნეთ რომ არსებობს ინტეგრირებული ვიდეო ადაპტერები, რომლენიც სისტემურ პლატაზეა ჩაშენებული და სისტემურ პლატას აქვს შესაბამისი ლურჯი ფერის გამომყვანი (შტეკერი) 15 ფეხით. (იხილეთ ქვედა სურათზე VGA აღნიშვნით).

 

 

ამ სურათზე მოყვანილია ყველა შემაერთებელი პორტი რომელიც განთავსებულია სისტემურ პლატაზე (დედა პლატა)

პორტები სისტემურ პლატაზე - მაზერბორდზე

 

ეს კი მსგავსი პორტები უფრო გასაგები დასურათებით, ნათლად სჩანს რომელ პორტზე რა მოწყობილობა ერთდება, კერძოდ მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, პრინტერი და ა.შ.

 

პორტები სისტემურ პლატაზე - მაზერბორდზე

 

 

 

[xfgiven_link]გადმოწერა [/xfgiven_link]

პაროლი არქივზე: www.gam.ge

 
| | შეგვატყობინე თუ შეცდომაა | დათვალიერება: 12 175 | ავტორი: giorgi 19-10-2014, 20:12 | კატეგორია: ---

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |