მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML | Arduino

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


კლიენტ-სერვერ მოდელების აღწერა
კლიენტ-სერვერ მოდელების აღწერა

კლიენტ/სერვერ მოდელების აღწერა

კლიენტი/სერვერის ტიპის ქსელში ყველა ძირითადი რესურსი განთავსებულია ერთ კომპიუტერზე, რომელსაც სერვერი ეწოდება. კლიენტი/სერვერის ტიპის ქსელები ბევრად უფრო დაცულია, მოხერხებულია ადმინისტრირების თვალსაზრისით და მძლავრია, ვიდრე ერთრანგოვანი ქსელი.

სერვერი

სერვერის დანიშნულებაა ქსელის კლიენტებიდან შემოსული მოთხოვნების მომსახურება. სერვერი ქსელის ბირთვია. ის უზრუნველყოფს კავშირს რესურსთან, რომლებიც საჭიროა მოქმედების შესასრულებლად. რესურსი, რომელზეც კავშირი მიგვითითებს, შეიძლება იყოს განთავსებული ან სერვერზე, ან მომხმარებლის კომპიუტერზე.

სერვერები ქსელებს რესურსებზე კონტროლის ცენტრალიზების საშუალებას აძლევენ და შესაბამისად ამცირებენ ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მათ შეუძლიათ გაანაწილონ პროცესები კომპიტერებს შორის ისე, რომ გააუმჯობესონ გამოთვლების სიჩქარე. მათ ასევე შეუძლიათ ფაილების ისე განაწილება, რომ ერთი სერვერის დაზიანების შემთხვევაში მთელი რესურსი არ დაიკარგოს.

სერვერი ასრულებს რამდენიმე ამოცანას. მაგალითად, ქსელის მომხმარებლებს აწვდის ფაილებს, უზრუნველყოფს ამობეჭდვას და ა.შ. ფაილების მიმწოდებელ სერვერს ფაილური სერვერი ეწოდება; ასევე არსებობს სერვერი, რომელიც უზრუნველყოფს ბეჭდვას. სერვერები შეიძლება იყვნენ როგორც ერთი, ასევე მრავალი დანიშნულების. მრავალი დანიშნულების სერვერი ერთდროულად შეიძლება იყოს ფაილურიც და მბეჭდავიც.

 

 

[xfgiven_link]გადმოწერა [/xfgiven_link]

პაროლი არქივზე: www.gam.ge

 
| | შეგვატყობინე თუ შეცდომაა | დათვალიერება: 6 842 | ავტორი: giorgi 27-01-2015, 22:54 | კატეგორია: ---

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |