Uno - სთვითოეული 14 ციფრული გამომყვანიდან, ნებისმიერი,
შეიძლება აწყობილ იყოს როგორც შესასვლელი ან როგორც გამოსასვლელი.
გამომყვანები მუშაობენ 5 ვოლტის ძაბვაზე. თვითოეულ გამომყვანს აქვს
დატვირთვის რეზისტორი (რომელიც სიჩუმით გამორთულია) 20 – 50 კომის
სიდიდის და შეუძლიათ 40 მილიამპერამდე დენის გატარება.
ზოგიერთ გამომყვანს გააჩნია განსაკუთრებული ფუნქციები:
- მიმდევრობითი
სალტე: გამომყვანები ნომრებით 0 (RX) და 1 (TX). ასეთი გამომყვანები
გამოიყენება TTL მონაცემების მიღებისათვის (RX) და გადაცემისათვის
(TX). აღნიშნული გამომყვანები მიერთებულია მიმდევრობითი სალტის
მიკროსქემის ATmega8U2 USB-to-TTL შესაბამის გამომყვანებთან;
- გარე
წყვეტები:გამომყვანები ნომრებით 2 და 3. აღნიშნული გამომყვანები
შეიძლება დაკონფიგურირდეს წყვეტების გამოძახებაზე, ან უმცროს
მნიშვნელობაზე, ან წინა ფრონტზე ან უკანა ფრონტზე, ანდა
მნიშვნელობების ცვლილებაზე;
- GIM:გამომყვანები ნომრებით 3, 5, 6, 9, 10, 11. ნებისმიერი მათგანი ამ გამოსასვლელიდან უზრუნველყოფს გიმ-ს 8 ბიტიანი გარჩევადობით;
- SPI:გამომყვანები ნომრებით 10 (SS), 11 (MOSI), 12 (MISO), 13 (SCK) ამ გამოსასვლელების გამოყენებით ხორციელდება SPIკავშირი;
- LED:
გამომყვანი ნომრით 13. ჩაშენებული შუქდიოდი, მიერთებულია მე-13
გამოსასვლელთან, თუ კი გამოსასვლელზე მაღალი პოტენციალია, მაშინ შუქდიოდი
ანათებს.
პლატფორმა Uno-ს აქვს 6 ანალოგიური
შესასვლელი (აღინიშნება როგორც A0 … A5), თვითოეული 10 ბიტიანი
გარჩევადობით (ანუ მათ შეუძლიათ მიიღონ 1024 სხვადასხვა მნიშვნელობა
თვითოეულს). სტანდარტულად გამომყვანებს აქვთ 5 ვოლტიანი გაზომვის
დიაპაზონი მიწასთან მიმართებაში, მიუხედავად ამისა არის ზედა ზღვრის
შეცვლის შესაძლებლობა AREF გამომყვანისა და გარე საყრდენი ძაბვის
ფუნქციის გამოყენებით (იხ. მენიუ «Настройка» (აწყობა).
ზოგიერთ გამომყვანს აქვთ დამატებითი ფუნქციები:
- I2C:
გამომყვანები ნომრებით 4 (SDA) и 5 (SCL).ამ გამომყვანების დახმარებით
ხორციელდება I2C (TWI) კავშირი, რომლის შექმნისთვისაც გამოიყენება
Wire ბიბლოითეკა.
- პლატფორმის დამატებითი დაწყვილებული გამომყვანები:
- AREF.საყრდენი ძაბვა ანალოგური შესასვლელებისთვის. (იხ. მენიუ «Настройка» (აწყობა);
- Reset.დაბალი
დონის სიგნალის მიწოდება ამ გამომყვანზე გადატვირთავს
მიკროკონტროლერს. ჩვეულებრივად იგი გამოიყენება გადატვირთვის ღილაკის
მიერთებისთვის გაფართოვების დაფასთან, როდესაც იგი ფარავს ღილაკთან
წვდომას თვითონ Arduino-ს პლატაზე.
მიაქციეთ ყურადღება
Arduino-ს გამომყვანებს შეერთებაზე ATmega328 პორტებს შორის. (იხ.
Atmega 168 Pin Mapping).ქვემოთ წარმოდგენილი პინების განლაგება
შეესაბამება მხოლოდ DIP ჩიპებს.
ციფრული
შესასვლელ/გამოსასვლელები ნომრებით 11, 12 და 13 გამოიყენება
ICSPკონტროლერისმიერ MISO, MOSI, SCKშეერთებებისათვის (კონტაქტები 17,
18 და 19 ATMega 168 - სთვის). თავიდან აიცილეთ დაბალომიანი
დატვირთვა ამ შესასვლელებზე ICSP კონექტორის გამოყენების დროს.
|