Arduino-ს ოჯახი მოიცავს შემდეგ კონტროლერებს: Arduino UNO,
Arduino Leonardo, Arduino LilyPad, Arduino Mega, Arduino Nano, Arduino
Pro, Arduino Pro Mini, Arduino Micro, Arduino Mini, Arduino
Diecimila, Arduino Duemilanove. ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ Arduino
UNO-ს როგორც ამ დროისათვის ყველაზე ახალ და გავრცელებულ სისტემას.
Arduino UNO ეს არის კონტროლერი, რომელიც აგებულია ATmega328მიკროკონტროლერის ბაზაზე. პლატფორმას აქვს 14 ციფრული
შესასვლელ/გამოსასვლელი
(რომელთაგან 6 შეიძლება გამოყენებულ იქნასროგორც განივიმპულსური
მოდულიაციის (გიმ) გამოსასვლელები), 6 ანალოგური შესასვლელი, 16
მგჰცკვარცული გენერატორი, USBგასართი, ძალური გასართი, ICSPგასართი
და გადატვირთის ღილაკი. მასთანმუშაობისათვის აუცილებელია მივუერთოთ
პლატფორმა კომპიუტერს USB კაბელის საშუალებით, ანდა მივაწოდოთ კვება
AC/DCადაპტერის ანდა ბატარეის მეშვეობით.
ყველა ადრე
გამოშვებული დაფისაგან განსხვავებით, რომლებიც USB-სთან კავშირისათვის
გამოიყენებდნენ FTDI USB მიკროკონტროლერს, ახალი Arduino Uno
იყენებს ATmega8U2 მიკროკონტროლერს. „UNO” გადაითარგმნება იტალიურიდან
როგორც "ერთი” და ამით მისი შემქმნელები გვაგრძნობინებენ, რომ ჩქარა
იქნება UNO -ს გაგრძელება Arduino 1.0. ახალი დაფა, ანუ მხედველობაშია
UNOდღეისათვის წარმოადგენს Arduino-ს
მწკრივის ფლაგმანს და აქვს შემდეგი მახასიათებლები.
|