Arduino - ეს ელექტრონული კონსტრუქტორი და მოხერხებული პლატფორმაა
ელექტრონული მოწყობილობების სწრაფი დამუშავებისათვის და სარგებლობს დიდი
პოპულარობით როგორც ახალბედებში ასევე პროფესიონალებში, გამომდინარე
ღია არქიტექტურითა და პროგრამული კოდის წყალობით. მაგრამ Arduino-ს
დაპროგრამების ენა დაფუძნებულია C/C++ ენებზე, რომლებიც არაა
განკუთვნილი ტექნიკური სისტემების მართვისათვის და ძნელად გასაგებია
პრაქტიკული სპეციალობის მქონე ადამიანებისათვის: ელექტრონიკოსებისათვის,
ელექტრიკოსებისთვის, რადიო-მოყვარულებისათვის, გამომგონებლებისათვის...
აქ აღწერილია Arduino-ს დაპროგრამების ალტერნატიული ინსტრუმენტალური საშუალება FLProg, რომელიც წარმოადგენს ArduinoIDE-ს სრულყოფილ ვარიანტს და შეიძლება გამოყენებულ იყოს Arduino-ს ერთსახელა ელექტრონული დაფების ვიზუალური გრაფიკული დაპროგრამებისათვის. FLProg პროგრამის მიზანია გახადოს Arduino-ს გამოყენება არაპროგრამისტებისათვის ხელმისაწვდომი, რათა მათ, ვინც ვერ ერკვევა დაპროგრამების ენების რთულ კონსტრუქციებში, შეძლონ ელექტრონული მოწყობილობების დამუშავება და დაპროგრამება. ამ მიზნის მისაღწევადკი ეს პროგრამაიყენებს სამრეწველო კონტროლერების დაპროგრამებისათვის კარგად ცნობილ სტანდარტულგრაფიკულ ენებს FBD და LED.
სახელმძღვანელო დაეხმარება აგრეთვე მსურველებს ადვილად შეითვისონ სამრეწველო კონტროლერების დაპროგრამების უნარჩვევები და გახდნენ ჩვენი ქვეყნის საწარმოებისთვის ესოდენ დეფიციტური, სამრეწველო კონტროლერების დაპროგრამებისა და გამოყენების სპაციალისტები.
|