მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML | Arduino

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


HTML შესავალი
HTML შესავალი

იმისათვის, რომ თავად შექმნათ web – გვერდები, საჭიროა HTML (Hypertext Markup Language)-ის შესწავლა, ანუ ჰიპერტექსტის მარკირების ენა.

 

პირველ რიში შევქმნათ რაიმე საქაღალდე, სადაც სამომავლოდ შევინახავთ ჩვენს მიერ შექმნილ ვებ-გვერდს, ნიმუშად საქაღალდეს დავარქვათ სახელი Site, ამ საქაღალდეში შევქმნათ ახალი ტექსტური დოკუმენტი ( New ->  Text Document ), გავხსვათ და მასში ავკრიბოთ შემდეგი კოდი:

 

<html>
<head>

 

<title>ჩემი საიტი</title>

 

</head>


<body>


მოგესალმებით


</body>
</html>

 

 

შემდგომ შევინახოთ შემდეგი თანმიმდევრობით:

 

ჩამოვშალოთ File მენიუ , ავირჩიოთ Save as და სახლში ჩავუწეროთ index.html , იქვე დაბლა კატეგორიაში Encoding: ჩამოვშალოთ და მივუთითოთ UTF-8 (UTF-8 მითითებისას უპრობლემოთ გახსნის ქართულ ფონტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფაილის შენახვასაც ვერ შეძლებთ, გამოიტანს შეტყობინებას რომ კოდირება არ ემთხვევა ) , ბოლოს დავაწვეთ გვერზე მყოფ ღილაკს Save.

იმისათვის რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, დავაკვირდეთ ჩვენს მიერ შექმნილ ფაილის პიქტოგრამას , რომელსაც უნდა ქონდეს რომელიმე ბრაუზერის სახე, (Internet Explorer, Google Chrome, mozilla, Opera და ა.შ.)

იმედია ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და შედეგს მივაღწიეთ (თუ არ გამოგდით მაშინ ჯობია ფაილების არსში გავერკვიოთ შემდეგი ბმულით)

 

თუ ჩვენს მიერ შექმნილ დოკუმენტზე ორჯერ სწრაფად დავაქკაპებთ (ანუ გავხსნით) გაიხსნება ბრაუზერი და მასში აისახება სიტყვა " მოგესალმებით" . ეს უკვე იმის გარანტიაა რომ ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ :)

 

HTML გამოსახავს ყველაფერს, რაც კი გზაზე (ანუ სინტაქსში) ხვდება, მაგრამ ამ გამოსახვის თავისებურებებს ტეგები განსაზღვრავენ. ვთქვათ თქვენ html გაფართოების ფაილში ჩაწერეთ რაიმე ტექსტი, მაგრამ როგორც არ უნდა დაიცვათ წერისას არეები, ბრაუზერში ის მაინც ერთ ხაზზე გამოისახება. ეს ხდება იმიტომ, რომ HTML მანამ წერს ტექსტს ერთ ხაზზე, სანამ კოდში სპეციალური ტეგი - <br> არ შეხვდება. ამის შემდეგ ის ხვდება, რომ მეორე ხაზზე უნდა გააგრძელოს წერა. ნიმუშად ვნახოთ შემდეგი კოდი:

 

<html>
<head>

 

<title>პირველი ნაბიჯები</title>

 

</head>


<body>


მოგესალმებით ახალბედა პროგრამისტებო <br> სასიამოვნოა რომ გადაწყვიტეთ HTML-ის შესწავლა


</body>
</html>

 

 

ეს კოდი ბრაუზერში ინფორმაციას ასახავს ორ სტრიქონად , რადგან <br> ტეგის შემდეგ მყოფი წინადადება ჩამოვა მეორე ხაზზე.

 


მოგესალმებით ახალბედა პროგრამისტებო

სასიამოვნოა რომ გადაწყვიტეთ HTML-ის შესწავლა


 

ნებისმიერი ტეგი უნდა მოვათავსოთ <> კუთხურ ფჩხილებში , რათა  HTML-მა ისინი ტეგებად აღიქვას, ყურადღება მიაქციეთ ტეგების ჩაწერის სისწორეს, რადგან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყოველ ასოს და სიმბოლოს, შეცდომით ჩაწერილ ტეგებს  HTML ვერ გაშიფრავს, იგნორირებას გაუკეთებს და გააგრძელებს მომდევლო ტეგების ასახვას ბრაუზერში.

გაითვალისწინეთ რომ ყოველი გახსნილი ტეგი უდნა დავხუროთ (არსებობს რამოდენიმე ტეგი რომელსაც დახურვა არ ჭირდება, მაგ: <br>, დანარჩენს მომავალში განვიხილავთ).

ტეგის დახურვა ხორციელდება ტეგის სახელის წინ  "/" -სიმბოლოს ჩამატებით, ანუ < b > ამ მეთოდით  გაიხსნება b ტეგი და ასე < / b > დაიხურება.

ცნობისთვის <b> ტეგი გამოიყენება გამუქებული ტექსტის დასაწერად.

განვიხილოთ მაგალითი , როგორ ჩაიწერება ამ ტექსტის კოდი: "ჩემი პირველი საიტი"

 

ჩემი <b>პირველი</b> საიტი

 

აქედან ჩანს, რომ "<b>...</b>" კოდში მოქცეული სიმბოლოების ნაკრები (ამ შემთხვევაში სიტყვა "პირველი") უნდა გამუქდეს.

 

ტეგები ორნაირია: ისინი, რომელთაც ორი - ანუ გამხსნელი და დამხურავი ნაწილი გააჩნიათ და ისინი, რომელთაც დამხურავი ნაწილი არ სჭირდებათ.

რა განსხვავებაა ამ ორი სახეობის ტეგს შორის?

მაგალითად მე დამჭირდა სიტყვის გამუქება. ვიყენებ ტეგ <b>-ს (bold), მაგრამ იმისთვის, რომ HTML-მა გაარკვიოს, თუ სადამდე უნდა გამუქდეს სიტყვები, საჭიროა დამხურავი ნაწილი </b>, რომელიც მიუთითებს, რომ უკვე უნდა დასრულდეს სიტყვის გამუქება.

 

[xfgiven_link]გადმოწერა [/xfgiven_link]

პაროლი არქივზე: www.gam.ge

 
| | შეგვატყობინე თუ შეცდომაა | დათვალიერება: 3 987 | ავტორი: giorgi 31-10-2014, 13:49 | კატეგორია: ---

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |