ქართული კლავიატურის დაყენება » ახალი საინფორმაციო პორტალი

მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML | Arduino

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


ქართული კლავიატურის დაყენება
ქართული კლავიატურის  დაყენება
მოგესალმებით ყველას...

ამ პუნქტში აგიხსნით როგორ უნდა დავაყენოთ ქართული უნიკოდი (KA) თქვენს კომპიუტერში, რათა შეძლოთ ქართული ასოებით ტექსტის აკრეფვა ინტერნეტში ან თუნდაც ნებისმიერ პროგრამაში, გაითვალისწინეთ რომ ეს ფონტი არ არის არც AcadMtavr და AcadNusx და არც ამგვარი სხვა დასახელების ფონტი, ამ შრიფტს უწოდებენ ქართულ უნიკოდს (Sylfaen) რომელიც ჩადებულია სისტემაში MicroSoft-ის მიერ,

ეს ყველაფერი ზოგადი წარმოდგენისთვის, ეხლა კი შევუდგეთ დაინსტალირებას.

პირველ რიგში უნდა გადმოვწეროთ ეს მცირე ზომის ფაილი (KA), არქივიდან ამოვიღოთ მასში არსებული ფაილები, და გავხსნათ ფაილი Install, ეკრანზე გამოგიტანთ შემდეგ ფანჯარას.

ქართული კლავიატურის  დაყენება


დავაწვებით ნებისმიერ კლავიშს და ეს შავი ფანჯარა დაიხურება.

შემდეგ ამოცანათა პანელის მარჯვენა მხარეს მდებარე ენის გადამრთველზე აწვებით მაუსის მარჯვენა კლავიშს,
ქართული კლავიატურის  დაყენება

და გამოსულ მენიუში ვირჩევთ Settings, ეკრანზე გაჩნდება ფანჯარა,

ქართული კლავიატურის  დაყენება


სადაც ვაწვებით Add, და ახალ ფანჯრის ველში Input Language: დავაყენებთ: Georgian,ხოლო მეორე ველში კი Georgian(Lat) ანუ ქართული კლავიატურა ლათინური განლაგებით,

ქართული კლავიატურის  დაყენება

შესაბამისად თუ გსურთ რომ ქართული ასოები ემთხვეოდეს რუსულ განლაგებას, აირჩევთ Georgian(Rus). ვაწვებით OK ღილაკზე ყველა ფანჯარაში თანმიმდევრობით.
შენიშვნა: არ დახუროთ ფანჯრები [X] (Close) ღილაკის საშუალებით, ამით თქვენს მიერ შეტანილი ცვლილება არ დაფიქსირდება!!!

გადმოწერა

პაროლი არქივზე: www.gam.ge

 
| | | დათვალიერება: 20872 | ავტორი: giorgi 21 მაი 2009 | კატეგორია: წიგნები

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |