ეს არის გაუმჯობესებული ახალი ვარიანტი სხვა მსგავსი თერმორეგულატორებისაგან განსხვავებით
ტემპერატურის მაკონტროლებელი მოწყობილობა.
ტემპერატურის დიაპაზონი: -50 -- 110 გრადუსი;
ტემპერატურის რეგულირების სიზუსტე: 0,1 გრადუსი.
გისტერეზისი: 0,1 - 2,0 გრადუსი (ტემპერატურული შუალედი);
დაყოვნების ფუნქცია: კი;
ეკრანზე ჩვენების განახლება: 0,5 წამი;
კვება: 12 ვოლტი;
შესაძლებლობა: თქვენი სურვილის მიხევით დააპროგრამებთ მუშაობის რეჟიმს, (დაპროგრამება მარტივია, მოყვება ინსტრუქცია ქართულ ენაზე)
უპირატესობები: (რაც წინა მოდელს არ გააჩნია)
1. ერთდროულად ჩანს ინკუბატორში არსებული ტემპერატურა და თქვენს მიერ მითითებული ტემპერატურის ზედა ზღვარი.
2. ზომით შედარებით პატარაა, დახვეწილი, მოთავსებულია კომპაქტურ ყუთში. რომელიც ლამაზად თავსდება ნებისმიერ ადგილას (აღარ გიწევთ დამატებითი თანხის გადახდა ყუთში.)
3.გაზრდილია გისტერეზისი 0,1 დან 30 გრადუსამდე (ანუ მისი გამოყენება უკვე შეიძლება ინკუბატორის გარდა ნებისმიერ მოწყობილობაში)
4. დამატებული აქვს ხმოვანი სიგნალი, რომელიც მიგანიშნებს თერმოწყვილის დაზიანებას, ანუ თუ ინკუბატორში
შემთხვევით დაზიანდა თერმოწყვილი, დაზიანდა სადენი ან გამოსძვრა პლატიდან,
ამ დროს ირთვება ხმოვანი სიგნალი რომელიც გატყობინებს რომ თერმორეგულატორი
უფუნქციოა და შესაძლებელია ინკუბატორში ტემპერატურის ნიშნულზე მეტად
გაზრდა, რომელიც დააზიანებს კვერცხებს. (ადრე ყოფილა მსგავსი შემთხვევები
და აქედან გამომდინარე ეს ფუნქცია ახალ ვერსიაში უკვე ჩაამატეს).
მენიუს კონფიგურაციის აღწერა ვიდეოს სახით აქ მალე განთავსდება.
|