მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML | Arduino

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


წაშლილი ფაილების აღდგენა - Starus Partition Recovery v2.4
წაშლილი ფაილების აღდგენა - Starus Partition Recovery v2.4

ბევრი ადამიანი გადააწყდა იმ პრობლემას როცა ვინჩესტერზე არსებული ინფორმაცია შემთხვევით ან თავისი უცოდინარობის გამო წაეშალა. არადა ეს ინფორმაცია მისთვის საკმაოდ ძვირფასი იყო. სცადა მისი აღდგენა, მაგრამ ამაოდ, შეიზლება აღადგინა, მაგრამ ნაჭილი ისაც დაზიანებული ფაილები.

ამდაგვარი პრობლემის წინაშე თუ არმოჩნდით ნუ შეგეშინდებათ, საკუთარი გამოცდილებიდან გირჩევთ შემდეგ პროგრამას: Starus Partition Recovery v2.4

 

პრაქტიკაში მქონდა მასეთი შემთხვევა რომ ახლობელს დაეკარგა ინფორმაცია და მომიწია მისი აღდგენა, მოვსინჯე რამოდენიმე მსგავსი პროგრამა, მაგრამ ყველაზე საუკეთესო შედეგი ამ პროგრამამ აჩვენა. ის გამოირჩევა როგორც აღდგენილი ინფორმაციის ხარისხით, ანუ სურათები, ვიდეოები, საოფისე პროგრამის ფაილები ყველა იხსნება უპრობლემოდ, ასევე თავსებადია ქართულ უნიკოდთან, ანუ თუ ფაილს ან საქაღალდეს სახელი ერქვა ქართული ასოებით, მას ისევ ქართულად აღადგენს, რაც სხვა პროგრამების უმრავლესობას არ გააჩნია და ამდაგვარ ფაილებს სახელზე ტირეებს (-) მიუწერს, მერე კი უნდა იმკითხაო, რა ფაილია, სათითაოდ გახსნა და გადაარქვა სახელი.

 

ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო ეხლა აგიხსნით როგორ ვომოქმედოთ ამ სიტუაციაში:

 

  1. რაც მთავარია იმ დისკზე რომლის აღდგენაც გვინდა (ანუ სადაც დაიკარგა ინფორმაცია) არავითარ შემთხვევაში არ გადავაწეროთ სხვა რაიმე ფაილები. ეს ამცირებს დაკარგული ფაილების აღდგენის შანს.
  2. პროგრამას ვაინსტალირებთ (უმჯობესია) ფლეშკაზევე, ან C: დისკზე თუ მისი აღდგენა არ გვსურს.
  3. კომპიუტერზე უნდა იყოს მიერთებული სხვა ვინჩესტერი, სადაც შევინახავთ აღდგენილ ინფორმაციას, სავარაუდოდ გარე ვინჩესტერი. (აღსადგენი დისკიდან ინფორმაციის შენახვა ისევ იმავე დისკზე აკრძალულია!).
  4. ვხსნით ზემოთ აღნიშნულ პროგრამას, მივუთითებთ რომელი მოწყობილობიდან გვინდა ინფორმაციის აღდგენა. ასევე ვუთითებთ სად შეინახოს აღდგენილი ინფორმაცია.
  5. პროგრამა დაასკანერებს მთლიან დისკს, და გამოიტანს სრულ "სისტემურ ხეს" (ფაილების და საქაღალდეების ჩამონათვალს) მოვნიშნავთ სასურველ ინფორმაციას და აღვადგენთ მას.

ეს პროცედურა შიძლება გაგრძენდეს რამოდენიმე საათი ან სუტკა. დამოკიდებულია აღსადგენი ინფორმაციის მოცულობაზე, ასევე კომპიუტერის სიმძლავრეზე.

 

 

[xfgiven_link]გადმოწერა [/xfgiven_link]

პაროლი არქივზე: www.gam.ge

 
| | შეგვატყობინე თუ შეცდომაა | დათვალიერება: 6 713 | ავტორი: giorgi 17-01-2016, 20:45 | კატეგორია: ---

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |