ტეგები <A>, <b>, <i>, <u>, <s>, <tt>.
ვებ-გვერდზე ინფორმაციის დამატებისას ხშირად ვაწყდებიტ ისეთ სიტუაციას, როცა საჭიროა ტექსტის გაფორმება, მაგალითად: გამუქება, გადახრა, ხაზგასმა და ა.შ.
ამისთვის გამოიყენება შემდეგი ტეგები:
- განვიხილოთ ტეგი <b> ... </b>. იგი მიუთითებს რომ მის გამხსნელ და დამხურავ ტეგებს შორის არსებული ინფორმაცია გამუქდება. მაგ: თუ კოდირებაში ჩავწერთ შემდეგს
მე ვაკეთებ <b>გამუქებულ</b> ტექსტს
ვებ-გვერდზე მივიღებთ შედეგს:
მე ვაკეთებ გამუქებულ ტექსტს
ე.ი. ბებისმიერი გახსნილი ტეგი საჭიროა დავხუროთ, რათა იმ ადგილას დავასრულოთ ინფორმაციის სტილის ცვლილება, კერძოდ: გამუქება, გადახრა, ხაზგასმა და ა.შ.
- შემდეგი ტეგია <i> - გადახრილი ასოები:
ამ ტექის ქვეშ არსებული ინფორმაცია ვებ-გვერდზე აისახება გადახრილი ასოების სტილით. მაგ:
მე ვაკეთებ <i>გადახრილ</i> ტექსტს
ვებ-გვერდზე მივიღებთ შედეგს:
მე ვაკეთებ გადახრილ ტექსტს
- შემდეგი ტეგია <u> - ხაზგასმული ტექსტი:
ამ ტექის ქვეშ არსებული ინფორმაცია ვებ-გვერდზე აისახება ხაზგასმული ასოების სტილით. მაგ:
მე ვაკეთებ <u>ხაზგასმულ</u> ტექსტს
ვებ-გვერდზე მივიღებთ შედეგს:
მე ვაკეთებ ხაზგასმულ ტექსტს
- შემდეგი ტეგია <s> - გადახაზული ტექსტი:
ამ ტექის ქვეშ არსებული ინფორმაცია ვებ-გვერდზე აისახება გადახაზული ასოების სტილით. მაგ:
მე ვაკეთებ <s>გადახაზული</s> ტექსტს
ვებ-გვერდზე მივიღებთ შედეგს:
მე ვაკეთებ გადახაზულ ტექსტს
- შემდეგი ტეგია <tt> - ბეჭდვური ასოები:
ამ ტექის ქვეშ არსებული ინფორმაცია ვებ-გვერდზე აისახება ბეჭდვური ასოების სტილით. მაგ:
My Name is <tt>Giorgi</tt>
ვებ-გვერდზე მივიღებთ შედეგს:
My Name is Giorgi
თუ დააკვირდებით სახელი Giorgi განსხვავებული სტილის ასოებია ვიდრე მანამადე არსებული სიტყვები
|