პროგრამა კარიკატურების შესაქმნელად. ძალიან მარტივი და ადვილად გამოყენებადი მენიუთი, არ მოითხოვს კომპიუტერული გრაფიკის არანაირ განსაკუთრებულ ცოდნას. ყველაფერი ხორციელდება ეკრანზე გამოტანილი ინსტრუმენტების საშუალებით. მხოლოდ დაგჭირდებათ სურათის შეტანა სკანერის ან ფოტოაპარატის საშუალებით, ასევე გეძლებათ საშუალება შექმნათ მხიარული მულტიპლიკაციები და შეინახოთ AVI ან QuickTime ფორმატში...
პროგრამა შედგება 2 ნაწილისგან, Goo და Fusion. პირველი წარმოადგენს მრავალფეროვანი ფუნჯების ნაკრებს, ეფექტებს, ფილტრებს და ა.შ. რათა თქვენს სურათს მიანიჭოთ მხიარული (მოღუნული) სარკის ეფექტი, (იმედია ყველა თქვენგანი ნამყოფი იქნებით სასაცილო ოთახში და ჩაიხედავდით მხიარულ სარკეებში)
მეორე ნაწილი გაძლევთ შესაძლებლობას სურათების ურთიერთ შეთავსებას, კლონირებას, მაგალითად: სხვისი სახე მიუხატოთ სხვის სხეულს.
|