გამოთვლითი ტექნიკის განვითარება საუკუნეების ისტორიას ითვლის. 1642 წელს ფრანგმა მეცნიერმა ბ. პასკალმა შექმნა პირველი მექანიკური გამოთვლითი მანქანა, რომელიც აწარმოებდა შეკრება-გამოკლებას. 1673 წელს მეცნიერი ლაიბნიცი ქმნის მანქანას, რომელიც ასრულებს ოთხივე არითმეტიკულ ოპერაციას, შემდგომში - XIX საუკუნეში შეიქმნა უფრო მაღალი სიზუსტისა და საიმედობის სხვადასხვა კონსტრუქციის მექანიკური გამოთვლითი მანქანები.
|