Recovery Toolbox for RAR განკუთვნილია დაზიანებული არქივებიდან ინფორმაციის აღსადგენად, პროგრამა ასკანერებს RAR არქივს, გამოყოფს მონაცემთა სტრუქტურას და ცდილობს აღადგინოს ინფორმაციის მაქსიმუმი დაზიანებული ფაილიდან. ასევე იგი ამოწმებს აღდგენილი ინფორმაციის მონაცემთა სისრულეს, რაც განაპირობებს ინფორმაციის აღდგენის ხარისხს.
აღდგენის პროცესი დაყოფილია რამოდენიმე ეტაპად, თვითოეული ეტაპი სრულდება ცალკე ფანჯარაში, რაც გაცილებით ამარტივებს მუშაობას.
პროგრამის ძირითადი მახასიათებლები:
- დაშიფრული ინფორმაციის აღდგენა
- დაპაროლებულ არქივებთან მუშაობა
- მუშაობს არქივებთან რომლის ზომა აღემატება 4გბ
- მონაცემთა აღდგენა ინფორმაციის შემდეგი მატარებლებიდან: დისკეტა, კომპაქტდისკი, RAR-Drive და სხვა.
- არქივებთან მუშაობა ქსელში
|