<HTML>, <head>, <title>, <META, <body>, </body>,</HTML>,

მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


HTML-ის სტრუქტურა
HTML-ის სტრუქტურა

HTML-ის სტრუქტურა

ნებისმიერი საიტი შედგება როგორც უკვე ავღნიშნეთ ტეგებისაგან, რომლებიც საიტზე არსებულ ინფორმაციას უცვლიან სტილებს, გაფორმებას, ზომებს, მდებარეობას და ა.შ. ამ ტეგებიდან ზოგი მოთავსებულია ვებ-გვერდის "თავში" ზოგი კი "ტანში", ამ ტერმინებს მომავალში ხშირად გამოვიყენებთ, ამიტომაც უფრო გაწვრილებით გავერკვიოთ.

HTML-ის სტრუქტურაანუ ნებისმიერ ვებ-გვერდს გააჩნია თავი და ტანი, ნიმუშად დავაკვირდეთ სურათს, სადაც მოყვანილია გვერდის სტრუქტურა: სურათიდან ნათლად სჩანს რომ გვერდის შიგთავსი აუცილებლად მოთავსებული უნდა იყოს <HTML> ... </HTML> ტეგებს შორის. ე.ი. გვერდი გაიხსნება <HTML> ტეგით და დაიხურება </HTML>-ით.

შემდეგი არის გვერდის თავი , რომელიც იწყება და იხურება <head>...</head> ტეგებით. ამ ტეგებს შორის მითითებული იქნება: გვედრის სათაური, გვერდის კოდირება, საძებო სიტყვები რომლებსაც keyword-ებს უწოდებენ და სხვა ზოგადი ინფორმაცია.

ბოლოს კი გვერდის ტანი, სადაც განთავსებულია ის ინფორმაცია, რომელიც აისახება ვებ-გვერდზე: სტატიები, სურათები, ლოგოები, ბანერები და ა.შ. შესაბამისი ტეგებით.

 

<ტეგი> </ტეგი> - ასეთ ტეგებს ტეგ-კონტეინერებსაც ეძახიან. იმიტომ, რომ მათ შიგნით კიდევ შეიძლება ტეგის ჩასმა.

მიაქციეთ ყურადღება:

<ტეგი1><ტეგი2><ტეგი3> ... </ტეგი3></ტეგი2></ტეგი1>

ასეთი მიმდევრობა სწორად ითვლება: ტეგი, რომელიც პირველი იხსნება, ბოლო იხურება (ისევე, როგორც დანარჩენები).

შემდეგი მიმდევრობა კი უმეტეს შემთხვევაში შეცდომაა

<ტეგი><ტეგი2><ტეგი3> ... </ტეგი3></ტეგი1></ტეგი2>

 

განვიხილოთ ერთერთი მაგალითი:

<HTML>
<head>
<title>ჩემი პირველი გვედრი</title>
<META HTTP-EQUIV="Content-Type" Content="text/html; Charset=utf-8">
</head>
<body>
მოგესალმებით! მე უკვე შემექმნა ზოგადი წარმოდგენა ვებ-გვერდის სტრუქტურას შორის!
</body>
</HTML>

 

აქედან ჩანს, რომ საიტის სათაურია "ჩემი პირველი გვედრი" რადგან მოთავსებულია <title>...</title> ტეგებს შორის, სათაური ასევე აისახება ბრაუზერის თავში აქტიურ ვებ-გვერდის ჩანართზე.

META ტეგი მიუთითებს რომ გვერდის კოდირება არის utf-8, ანუ აღნიშნულ გვერდს არ ექნება პრობლემა ქართულ ფონტებთან და უშეცდომოდ გაიხსნება ქართული ასოები ნებისმიერ ბრაუზერში.

ხოლო საიტზე კი გამოჩნდება მხოლოდ ტექსტი "მოგესალმებით! მე უკვე შემექმნა ზოგადი წარმოდგენა ვებ-გვერდის სტრუქტურას შორის!" რადგან საიტის ტანში , ანუ ტეგ <body>-შია მოთავსებული.

 

 

 

hair transplant

გადმოწერა

პაროლი არქივზე: www.gam.ge

თმის გადანერგვა კლინიკა თალიზში

 
| | | დათვალიერება: 1099 | ავტორი: giorgi 3 ნოემბერი 2014 | კატეგორია: » HTML

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |