ქსელის ტიპები » ახალი საინფორმაციო პორტალი

მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


ქსელის ტიპები
ქსელის ტიპები

ქსელები და ტელეკომუნიკაციის საშუალებები ინტერნეტი

კომპიუტერული ქსელი არის კომპიუტერების, მათ შორის დამაკავშირებელი ხაზებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლიობა, რომელიც უზრუმველყოფს ინფორმაციის გადაცემას.

დამაკავშირებელ ხაზებად სხვადასხვა შემთხვევაში იყენებენ კაბელებს, ტელეფონის ხაზებს, რადიო კავშირს (მათ შორის თანამგზავრებს), აგრეთვე ოპტიკურ კაბელს, რომელშიც ინფორმაცია გადაეცემა სინათლის საშუალებით. ხაზების კომპიუტერთან შეერთებისათვის გამოიყენება სპეციალური მოწყობილობები: ქსელის პლატა, მოდემი, რადიო მოდემი და სხვა. აღნიშნულ ხაზებში ყველაზე ნელი სატელეფონო ხაზებია. ამის მიზეზია ის, რომ მათი თავდაპირველი დანიშნულება იყო არა ინფორმაციის გადაცემა, არამედ სატელეფონო საუბრები. ამასთან სატელეფონო ხაზები ყველაზე იაფია. ამიტომ კომპიუტერულ ქსელში ჩართვის ყველაზე გავრცელებული მეთოდია ინფორმაციის გადაცემა სატელეფომო ხაზების გამოყენებით. ასეთი ჩართვისთვის იყენებენ სპეციალურვ მოწყობილობას _ მოდემს. იგი შეერთებულია ან ჩამონტაჟებულია კომპიუტერში (გააჩნია რა ტიპის მოდემია) და მასზე მიერთებულია სატელეფონო ხაზი.

ათეული წლის წინ მოდემის საშუალებით ხდებოდა პროვაიდერის ნომრის აკრეფა, ანუ გადარეკვა პროვაიდერთან და ჩვენი კომპიუტერის მიერთება პროვაიდერთან, რომლიდანაც ვიღებდით ინტერნეტს. ასეთ ხაზს უწოდებენ კომუტირებადს. კომუტირებადი შეერთების დროს კავშირი მყარდება დროებით, მანამ, სანამ მომხმარებელი თვითონ არ შეწყვეტს კავშირს. კომუტირებადი ხაზებისაგან განასხვავებენ ე.წ. გამოყოფილ ხაზებს. ამ დროს კავშირი მყარდება მუდმივად, 24 საათი დღე-ღამეში.

ქსელებში არსებობს ორი ტიპი:

  • - ერთდონიან - (Peer - To - Peer);
  • - სერვერის საფუძველზე (Server Based).

ერთდონიანი ქსელები:

ერთდონიანი ქსელები გაცილებით მარტივია, რამდენადაც ყოველი კომპიუტერი წარმოადგენს ერთდროულად კლიენტს და სერვერს, არ არის აუცილებლობა დავაყენოთ მძლავრი ცენტრალური სერვერი ან, რთული ქსელებისათვის აუცილებელი სხვა კომპონენტები. ამით აიხსნება ერთდონიანი ქსელის დაბალი ღირებულება სერვერულ ქსელთან შედარებით.

ქსელური პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ მოთხოვნები გამტარუნარიანობაზე და დაცვაზე ერთდონიან ქსელში, როგორც წესი დაბალ დონეზეა ორგანიზებული, ვიდრე იგივე მოთხოვნები ქსელური პროგრამული უზრუნველყოფისადმი გამოყოფილ სერვერზე.

მიუხედავად იმისა ერთდონიანი ქსელი აკმაყოფილებას არც თუ დიდი ფირმის მოთხოვნებს, მაინც შეიძლება გამოჩნდეს გარემოება, რომლის გამოც მისი გამოყენება არახელსაყრელია. გავაკეთოთ რამდენიმე შენიშვნა ერთდონიან ქსელებთან დაკავშირებით, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება ქსელის ტიპის არჩევისას.

ქსელის ადმინისტრირება (Adminisrtation) აუცილებელია მთელი რიგი ამოცანების გადასაწყვეტად, მათ რიცხვს მიეკუთვნება:

  • რესურსებზე წვდომის წესების მართვა; მომხმარებელთა პრივილეგიებისა და მონაცემთა დაცვის ორგანიზება;
  • რესურსებთან წვდომის ორგანიზება;
  • დანართებისა და მონაცემების თავსებადობა;
  • პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება და მოდიფიკაცია;

ყველა მომხმარებელს შეუძლია გამოაცხადოს ლოკალური რესურსები ქსელურ რესურსებად ანუ, გახადოს სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი. ერთობლივად გამოყენებად რესურსებს მიეკუთვნება კატალოგები, პრინტერები, ფაქს - მოდემები და ა. შ.

ერთდონიან ქსელში ყოველ კომპიუტერს ესაჭიროება:

  • საკუთარი გამოთვლითი რესურსების დიდი ნაწილი წარმოუდგინოს ლოკალურ მომხმარებელს (ამ კომპიუტერთან მჯდომს).
  • დარჩენილი გამოთვლითი სიმძლავრე წარმოუდგინოს ქსელურ მომხმარებლებს საკუთარ რესურსებზე წვდომის მხარდაჭერისათვის .
  • სერვერული ქსელები (ერთდონიანთან შედარებით) საჭიროებს მეტად მძლავრ სერვერებს, რადგანაც მათ უნდა დაამუშაონ ყველა ქსელური კლიენტის მოთხოვნები.

დავიცვათ ქსელი ნიშნავს დავაყენოთ პაროლი ქსელური რესურსის გამოყენებაზე, მაგ. კატალოგზე. დაცვის ცენტრალიზებული მართვა ერთდონიან ქსელში ძალიან ძნელია, რადგანაც ყოველი მომხმარებელი თავად ახდენს დაცვის რეალიზაციას. „საერთო“ რესურსები შეიძლება იყოს ყველა კომპიუტერზე და არა მხოლოდ ცენტრალურ სერვერზე. ასეთი სიტუაცია სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს მთელი ქსელისათვის, გარდა ამისა ზოგიერთ მომხმარებელს შეუძლია საერთოდ არ დააყენოს დაცვა. თუ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვას აქვს თქვენთვის პრინციპული მნიშვნელობა, რეკომენდირებულია აირჩიოთ ქსელი სერვერის საფუძველზე.

სერვერული ქსელები:

ერთდონიან ქსელში სადაც კომპიუტერები გამოდიან კლიენტისა და სერვერის როლში, თუ ჩავრთავთ 10 კომპიუტერზე მეტს, ის ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოთხოვნებს. ამიტომაც უმრავლესობა ქსელებში იყენებენ სხვა კონფიგურაციას - ისინი მუშაობენ გამოყოფილი სერვერის საფუძველზე. გამოყოფილი ეწოდება ისეთ სერვერს, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც მხოლოდ სერვერი და არ გამოიყენება კლიენტის ან, სამუშაო სადგურის როლში. ის ოპტიმიზირებულია ქსელის კლიენტების შეკითხვების სწრაფ დამუშავებაზე და ფაილების და კატალოგების გაძლიერებულ დაცვაზე.

ქსელის ზომებისა და ქსელური ტრაფიკის გაზრდისას აუცილებელია გავზარდოთ სერვერების რიცხვი. ამოცანის დანაწილება რამდენიმე სერვერის გარემოში იძლევა გარანტიას, რომ ყოველი ამოცანა იქნება შესრულებული მეტად ეფექტურად.

სერვერი ისე უნდა იყოს პროექტირებული, რომ უზრუნველყოს მაღალი გამტარიანობა და მონაცემთა დაცვა ქსელურ რესურსად გამოცხადებულ ფაილებთან, პრინტერებთან და სხვა მოწყობილობებთან წვდომისას.

hair transplant

გადმოწერა

პაროლი არქივზე: www.gam.ge

თმის გადანერგვა კლინიკა თალიზში

 
| | | დათვალიერება: 2148 | ავტორი: giorgi 17 იანვარი 2015 | კატეგორია: გაკვეთილები » ქსელები

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |