დისკ წამკითხველები » ახალი საინფორმაციო პორტალი

მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


დისკ წამკითხველები
დისკ წამკითხველები

კომპაქტ დისკიყველასათვის ცნობილი CD (Compact Disk) დისკები მოსახლეობაში საკმაოდ გავრცელებულია და ბევრგან შეხვდებით, კერძოდ მას იყენებენ რაიმე ინფორმაციის ჩასაწერად და გადასატანად სხვა ადგილას, ან სულაც შესანახად, ანუ სარეზერვოდ. უმეტეს შემთხვევაში მასზე გვინახავს საინსტალაციო პაკეტები (როგორიცაა Windows და სხვა პროგრამული უზრუნველყოფისთვის), ასევე თამაშები, ფილმები და უამრავი რამ, რაც კი ციფრუნ ინფორმაციას ეხება.

პირველად კომპაქტური დისკი შეიქმნა 1980 წელს Sony და Philips-ის მიერ. ხოლო სერიული გამოშვება კი 1982 წელს დაიწყო. თავიდან იწარმოებოდა მუსიკალური დისკები, მისი შექმნის პირობაც ზუსტად ეს იყო და პრინციპი აღებულია "მუსიკალური პლასტინკების" პრინციპიდან (შეიძლება მოსწრებულხათ კიდეც ან სადმე შემთხვევით გინახიათ შავი ფერის პლასტინკები). გამოშვებისთანავე მან სახელად მიიღო CD-ROM (Compact Disc Read Only Memory) კომპაქტ დისკი მხოლოდ წაკითხვისთვის. შემდგომში გამოჩნდა დისკები ერთჯერადი ჩაწერის უფლებით CD-R (Compact Disc-Recordable) და მრავალჯერადი ჩაწერის (ზემოდან გადაწერის) უფლებით CD-RW (Compact Disc-ReWritable).

კომპაქტური დიკსი, ლაზერული დისკიკომპაქტ დისკები ზომით და ფორმით ერთი და იგივეა და მათი დიამეტრია 12 სმ, მათ ასევე ოპტიკურ დისკებსაც უწოდებენ, რადგან ინფორმაციის ჩაწერა ოპტიკური სხივით იწარმოება, კერძოდ კი ლაზერის სხივის საშუალებით ხდება მისი ზედაპირის ამოწვა, რათქმაუნდა ამის დანახვა ვიზუალურად  შეუძლებელია, რადგან ამომწვარი ზედაპირის სისქე მხოლოდ რამოდენიმე ათეული მიკრონის ტოლია.

ინფორმაციის დისკზე ჩაწერა (განსხვავევით ვინჩესტერისა) ხორციელდება სპირალურად და წარმოებს შიგნიდან გარეთ, ანუ ამოწვა იწყება შიდა დიამეტრიდან და გრძელდება გარე დიამეტრზე, მანამ მთლიანად არ შეივსება დისკი, თუ დისკი ბოლომდე ჩაწერილი (შევსებული) არაა მაშინ თვალითაც შეამჩნევთ ჩაწერილი ინფორმაციის სივრცე ფერით განსხვავდება ჩაუწერელი სივრცისგან.

როგორც უკვე ვთქვით დისკების შექმნის მიზეზი იყო მუსიკალური აუდიო დისკების გამოშვება და მასზე 74 წუთის ხანგრძლივობის მუსიკა იწერებოდა, ხოლო თუ ინფორმაციას ორობით სისტემაში შევინახავდით დაიტევდა 650 მეგაბაიტ ციფრულ ინფორმაციას, მას შემდეგ დაიხვეწა მიდი ტექნოლოგია და დღესდღეისობით დისკზე ეტევა 80 წუთი მუსიკა ან 700 მეგაბაიტი ციფრული ინფორმაცია.

1996 წლის ნოემბერში იაპონიაში შეიქმნა DVD (Digital Video Disc) ციფრული ვიდეო დისკი, მისი ტექნოლოგია განსხვავებულია კომპაქტური დისკისგან და ინფორმაციის ჩაწერის სიმჭიდროვე გაცილებით მაღალია, ამიტომაც მან განაპირობა გაცილებით მეტი (დიდი ზომის) ინფორმაციის შენახვა - 4,7 გიგაბაიტი. არსებობს ორმხრივი დისკები დასაც ინფორმაციის ჩაწერა ხორციენდება დისკის ორივე მხარეს, შესაბამისად დაიტევს 9.4 გიგაბაიტ ინფორმაციას.

დისკ წამკითხველიკომპაქტური დისკების შექმნისთანავე ცხადია მოთხოვნადი გახდა მათი წამკითხველი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ხდება დისკიდან ინფორმაციის წაკითხვა. ეს მოწყობილობები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ინფორმაციის წაკითხვის და ჩაწერის სისწრაფით, რომელი პარამეტრიც მათ წინა მხრიდან აწერია, მაგ: 52x, 56x.

თავდაპირველად ეს პარამეტრი 1x-დან 16x-მდე მერყეობდა, ანუ 1x ეს არის ის სიჩქარე, რომელიც აუცილებელია აუდიო დისკიდან ინფორმაციის წასაკითხად, ანუ რა სიჩქარითაც ბრუნავს აუდიო დისკი მუსიკის დაკვრისას. შესაბამისად თუ დისკს აწერია 56x ნიშნავს რომ 56-ჯერ სწრაფად შეუძლია ინფორმაციის ჩაწერაც და შესაბამისად წაკითხვა.

hair transplant

გადმოწერა

პაროლი არქივზე: www.gam.ge

თმის გადანერგვა კლინიკა თალიზში

 
| | | დათვალიერება: 2397 | ავტორი: giorgi 21 ოქტომბერი 2014 | კატეგორია: გაკვეთილები » აპარატურული ნაწილი

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |