ჩიპსეტი - კონტროლიორი » ახალი საინფორმაციო პორტალი

მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML | Arduino

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


ჩიპსეტი - კონტროლიორი
ჩიპსეტი - კონტროლიორი

ჩიპსეტი - კონტროლიორი

chipset - ჩიპსეტი - კონტროლიორიეს არის ჩიპსეტების კრებული ან მიკროსქემა, რომელიც ასახავს პროცესორისთვის ინტერფეისს და პერიფერიულ ფუნქციებს. ეს ჩიპების კრებული, როგორც წესი არის მიკროსქემა, რომელიც უზრუნველყოფს ინტერფეისს მეხსიერების გაფართოების სლოტების და ინტეგრირებულ პერიფერიას შორის, კარნახობს დედაპლატას თუ როგორ ”ესაუბროს” პერიფერიულ აპარატულ ნაწილს. მწარმოებელი ანიჭებს ჩიპსეტს

სახელს და მოდელის ნომერს. მაგალითად, თუ დედაპლატას გააჩნია VIA KT7 ჩიპსეტი, თქვენ მიხვდებით, რომ მისი მწარმოებელი არის VIA, და დანიშნულია როგორც KT7 მოდელი. ეს ასევე ნიშნავს იმას რომ, კერძოთ ამ ჩიპსეტს აქვს დამახასიათებელი თვისებები (მაგ. გარკვეული ტიპის/ბრენდის ინტეგრირებული ვიდეო, აუდიო თვისებების მქონე კარტა და ა.შ.).

ჩიპსეტში შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ინტეგრირებული მიკროსქემის ჩიპები. ინტელის დედაპლატებზე ჩვეულებრივ არის ორი ჩიპი, როდესაც SiS -ის დედაპლატაზე მხოლოდ ერთი. შეამოწმეთ მწარმოებლის
დოკუმენტაცია იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, თუ რამდენი ჩიპია ჩიპსეტში.

ჩიპსეტის ფუნქციები შეიძლება იყოს დაყოფილი ორ  ძირითად ფუნქციონალურ ჯგუფად. ესენი არის ჩრდილოეთი (Northbridge) და სამხრეთი (Southbridge) ჩიპისეტი. ამ ჯგუფების და მათი  უნქციონალურობის შინაარსი მოკლედ განვიხილოთ შემდეგ სექციაში.

ჩრდილოეთი ჩიპსეტი (Northbridge)

დედაპლატის ჩრდილოეთი ნაწილის ჩიპსეტი (Northbridge) არის მიკროსქემების ერთობლიობა ან მიკროსქემა, რომელიც ასრულებს ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას: მართავს მაღალი სისწრაფის კომუნიკაციას პერიფერიულ მოწყობილობებთან, იგი პასუხისმგებელია პროცესორის და მეხსიერების კომუნიკაციაზე და ზოგჯერ AGP და PCIe სლოტების გამოყენებით ინტეგრირებულ ვიდეოზე . და ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერის ნამდვილი შესაძლებლობები და საიმედოობა, და ასევე პერიფერიის კონტროლი არის დამოკიდებული დედაპლატის ჩრდილოეთი ნაწილის ჩიპსეტზე (Northbridge).

როდესაც ჩვენ ვიყენებთ ტერმინს ჩრდილოეთი (Northbridge) ჩიპსეტი, ეს არ არის სინამდვილეში ჩიპსეტის ფირმა (ბრენდი), მაგრამ ჩვენ განვსაზღვრავთ ჩიპების ჯგუფს და მიკროსქემებს, რომლებიც შეადგენს ჩრდილოეთით განლაგებულ დედაპლატის ჩიპსეტების ნაწილს.

პროცესორის და მეხსიერების შორის ურთიერთობას აწარმოებს FSB ( Front side bus), რაც არის სიგნალების ბილიკი პროცესორს და მთავარი მეხსიერების შორის . BSB (backside bus), მეორე მხრივ ეს არის სიგნალების ბილიკი პროცესორს და მეორე დონის ქეშ მეხსიერების (L2 cash), თუ ის არსებობს.

ჩრდილოეთი (Northbridge) ჩიპსეტი ასევე მართავს ურთიერთობებს სამხრეთი (Southbridge) ჩიპსეტის ( რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგში) და კომპიუტერის დანარჩენი კომპონენეტებს შორის. ერთი სიტყვით, თუ დედაპლატას აქვს ინტეგრირებული ვიდეო სქემა, (და მას სჭირდება პირდაპირი შეღწევა მთავარ მეხსიერებაში), ეს მიკროსქემა ჩვენ უნდა ვეძებოთ დედაპლატის ჩრდილოეთ მხარეს.

 

chipset - ჩიპსეტი - კონტროლიორი

 

სამხრეთი ჩიპსეტი ( Southbridge)

როგორც ადრე აღნიშნეთ, სამხრეთი ჩიპსეტი (Southbridge), პასუხისმგებელია გაუტაროს მხარდაჭერა ინტეგრირებულ პერიფერიას (PS/2, USB, IDE და სხვას), მართოს მათი კომუნიკაცია დანარჩენ სხვა კომპონენტებთან და მათთვის დანაწილებული რესურსებთან.

უმეტეს დღევანდელ დედაპლატებს აქვს ინტეგრირებული PS/2, USB, Serial ინტერფეისების მხარდაჭერა. სამხრეთი ჩიპსეტი (Southbridge) შეიცავს ასევე დამატებითი თვისებების მქონე LAN (ლოკალური ქსელი), აუდიო, ინფრაწითელი.

სამხრეთი ჩიპსეტი (Southbridge) პასუხისმგებელია ასევე მართოს კომუნიკაციები სხვა გაფართოების სლოტებთან, როგორიცაა PCI, USB და მათი მემკვიდრეების.

სურათზე მაგალითია ტიპიური დედაპლატის ჩიპსეტი ორივე ჩრდილოეთი და სამხრეთიც (Southbridge) კომპონენტები შესაბამისი ინტერფეისით. შენიშნეთ თუ რომელი კომპონენტები რომელ ნაწილშია.

 

chipset - ჩიპსეტი - კონტროლიორი

 

დაბლა მოყვანილია ერთერთი მაგალითი ჩიპსეტის ნაირსახეობისა, სადაც ასევე მითითებულია ჩიპსეტსა და მასზე მიერთებული სხვა მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გაცვლის სიჩქარეები.

 

chipset - ჩიპსეტი - კონტროლიორი

 

 

 

 

 

გადმოწერა

პაროლი არქივზე: www.gam.ge

 
| | | დათვალიერება: 7400 | ავტორი: giorgi 19 ოქტომბერი 2014 | კატეგორია: გაკვეთილები » აპარატურული ნაწილი

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |