სისტემური ბლოკი, მონიტორი, კლავიატურა, თაგვი, Keyboard, Mouse, მაუსი

მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


პერსონალური კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობები
პერსონალური კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობები

პერსონალური კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობებია:

  • სისტემური ბლოკი (System Unit)რომელსაც Case უწორებენ;
  • მონიტორი (Monitor);
  • კლავიატურა (Keyboard);
  • მაუსი (Mouse).

 

პერსონალური კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობებისისტემური ბლოკი:

სისტემური ბლოკი წარმოადგენს კომპიუტერის უმთავრეს მოწყობილობას, რომელსაც სპეციალური კაბელების საშუალებით უერთდება სხვადასხვა მოწყობილობა. ამ ყუთში ხდება ინფორმაციის წაკითხვაც, გადამუშავებაც და შენახვა. საქართველოში სამწუხაროდ "სისტემურ ბლოკს" უწოდებენ "პროცესორს", რაც ძალიან დიდი შეცდომაა, პროცესორი არის მცირე ზომის მიკროსქემა, რომელიც მოთავსებულია თვითონ სისტემურ ბლოკში და ძირითადად მის მონაცემებზეა დამოკიდებული კომპიუტერის სწრაფქმედება, ამას მოგვიანებით უფრო ვრცლად განვიხილავთ.

 

მონიტორი (Monitor)

მონიტორი კომპიუტერის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. ვინაიდან მისისაშუალებით ვხედავათ კომპიუტერში არსებულ ინფორმაციას, ამიტომ მას ინფორმაციის გამომტან მოწყობილობასაც უწოდებენ. ისევე როგორც სხვა ნებისმიერ მოწყობილობას, მასაც გააჩნია მახასიათებლები, რითიც განისაზღვრება მისი ხარისხი:  ესენია:მონიტორი

- ეკრანის ზომა, რომელიც დიაგონალის სიგრძით იზომება, არსებობს  15, 17, 19, 21, 24 დიუმიანი ეკრანები;

- კადრის ცვლის სიხშირე, გამოსახულება ეკრანზე იცვლება და რაც უფრო მაღალია კადრის ცვლის სიხშირე, მით უფრო მდგრადია გამოსახულება და თვალიც უფრო ნაკლებად იღლება;

- გარჩევადობის ხარისხი ანუ ეკრანზე წერტილების რაოდენობა. ეკრანზე წარმოდგენილი ნებისმიერი გამოსახულება იქმნება მასზე დატანილი მიკროსკოპული წერტილების ნათებით, ანუ გამოსახულება შედგება წერტილებისაგან. წერტილები დატანილია ჰორიზონტალურად ორგანიზებულ ხაზებში, რაც უფრო მეტია წერტილების რაოდენობა ამ ხაზებში და შესაბამისად ხაზები ეკრანზე, მით უფრო ხარისხიანია გამოსახულებაც. მაგ.: თუ მონიტორის გარჩევადობაა 1024x728 ეს ნიშნავს რომ მასგააჩნია 728 ჰორიზონტალურად ორგანიზებული ხაზი, 1024 წერტილით თითოეულ მათგანში.

 

 

კლავიატურა

კლავიატურა გამოიყენება კომპიუტერში ინფორმაციის შესატანად და მას შემტან მოწყობილობას უწოდებენ. კლავიატურის მეშვეობით კომპიუტერში შეგვიძლია შევიყვა-ნოთ ასოები, რიცხვები, სასვენი ნიშნები და სხვადასხვა სახის სიმბოლოები.კლავიატურა

კლავიატურაზე არის განთავსებული კლავიშები, რომლებიც იყოფიან დანიშნულების მიხედვით ჯგუფებად: ალფავიტისა და ციფრების კლავიშები, კურსორის მართვის კლავიშები, ფუნქციონალური და დამხმარე კლავიშები.

ალფავიტის კლავიშები გამოიყენება ტექსტური ინფორმაციის შესატანად. კლავიატურა დაყოფილია ზედა და ქვედა  რეგისტრებად. ქვედა რეგისტრზე არსებული ნიშნების (ძირითადად პატარა ასოები და ციფრები) დაფიქსირება ჩვეულებრივ შესაბამის კლავიშზე თითის დაჭერით ხდება, ხოლო ზედა რეგისტრზე არსებული სიმბოლოების (დიდი ასოები და სიმბოლოები) აკრეფვა შესაძლებელია Shift კლავიშთან ერთად.

Caps Lock კლავიშის საშუალებით ხდება რეგისტრის ფიქსაცია. აღნიშნულ კლავიშზე ერთჯერ დაჭერით კლავიატურის მარჯვენა ზედა კუთხეში აინთება შესაბამისი ნათურა და აიკრიფება დიდი ასოები. იმავე ღილაკზე ერთჯერ დაჭერით შესაძლებელია ამ რეჟიმის გათიშვა.

Enter კლავიშის საშუალებით ტექსტის აკრეფის რეჟიმში ხდება ახალ სტრიქონზე გადასვლა; დიალოგურ რეჟიმში – ბრძანების დადასტურება.

Space კლავიში გამოიყენება სიტყვებს შორის ინტერვალის გამოსატოვებლად.

←, ↑, →, ↓ კურსორის მართვის ღილაკებია, რომელთა საშუალებითაც ხდება კურსორის გადაადგილება (კურსორი - ესაა სპეციალური სიმბოლო, რომელიც განსაზღვრავს, რა ადგილზე ხდება შემდეგი სიმბოლოს შეტანა).

 

 

მაუსი (Mouse)

თაგვი, mouseმაუსი წარმოადგენს დამხმარე მოწყობილობას სამუშაოს გასაადვილებლად, მაუსი განეკუთვნება კომპიუტერში ინფორმაციის შემტან მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება პროგრამების სამართავად. იგი შედგება ორი ძირითადი ღილაკისაგან: მარცხენა და მარჯვენა. მარცხენა ღილაკი განკუთვნილია სხვადასხვა ბრძანებების გააქტიურებისათვის, მარჯვენა ღილაკი კი კონტექსტური მენიუს (დამხმარე ბრძანებების) გამოძახებისათვის.

მაუსს გააჩნია ეკრანზე ადგილმდებარეობის მაჩვენებელი ისარი (Mouse Pointer). სიტუაციიდან გამომდინარე მაუსის მაჩვენებელმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ფორმები, რომლებიც მიანიშნებენ მოცემულ მომენტში შესაძლო მოქმედებებზე. მივაქციოთ ყურადღება მაუსის მაჩვენებლის იმ ფორმებს, რომლებიც განსაზღვრავენ კომპიუტერის სტატუსს:

 

 

hair transplant

გადმოწერა

პაროლი არქივზე: www.gam.ge

თმის გადანერგვა კლინიკა თალიზში

 
| | | დათვალიერება: 5407 | ავტორი: giorgi 10 ოქტომბერი 2014 | კატეგორია: გაკვეთილები » აპარატურული ნაწილი

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |