გარე მეხსიერება,ინფორმაციის მატარებლები » ახალი საინფორმაციო პორტალი

მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML | Arduino

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


გარე მეხსიერება,ინფორმაციის მატარებლები
გარე მეხსიერება,ინფორმაციის მატარებლები

თვითოეულ ჩვენგანს შეუქმნია რაიმე ინფორმაცია, რომელიც შეგვინახია კომპიუტერში შემდგომი გამოყენებისთვის, ეს შეიძლება ყოფილიყო რაიმე დოკუმენტი, ნახატი, ვიდეო ფაილი და ა.შ. ანუ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ყოფილა ისეთი შემთხვევაც როცა ამ იმფორმაციის სხვა კომპიუტერში გადატანა ყოფილა აუცილებელი, მისი გაკეთება რამოდენიმე ვარიანტითაა შესაძლებელი.

ოთხმოცდაათიან წლებში ინფორმაციის გადასატანად სხვა კომპიუტერში იყენებდნენ ლოკალურ ქსელს ან ინტერნეტს, კერძოდ კი ელექტრონნულ ფოსტას, რადგან იმ დროისთვის ფაილების ზომა რამოდენიმე ერთეულ მეგაბაიტს არ აღემატებოდა და ელექტრონული ფოსტით მატი გადაგზავნა უპრობლემოდ შეიძლებოდა, კომპიუტერული ტექნიკის განვითარებას მოყვა შესაბამისად ფაილების ზომის გაზრდაც და დღედღეისობით უკვე შესაძლებელია ერთი ფაილის ზომა იყოს 1, 3, ანუ 5 გიგაბაიტიც, ესენი უკვე უზარმაზარ ფაილებად ითვლება, რომელსაც მაილით ვერ გადავაგზავნით და საჭიროა სხვა მეთოდების გამოყენება.

შეილება ასეთი უზარმაზარი ზომის ფაილები არ შეგვხვდეს, სამაგიეროდ იყოს ფაილების ნაკრები, რომლის საერთო ზომამაც რამოდენიმე ათეულ გიგაბაიტს გადააჭარბოს.

ფლეშ მეხსიერება:

USB flash - ფლეშ მეხსიერებაინფორმაციის მატარებლებიდან ერთერთ ყველაზე გავრცელებულ მოწყობილობას წარმოადგენს ფლეშ მეხსიერება (ფლეშკას რომ უწოდებენ), იგი ძალიან პრაქტიკულია თავისი ფორმისა და ზომიდან გამომდინარე, 

პირველი ფლეშ მეხსიერება შეიქმნა 2000 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას შეეძლო მხოლოდ 8 მეგაბაიტი ინფორმაციის შენახვა და იმ პერიოდისთვის დაახლოებით 50$ ღირდა, წლის ბოლოს უკვე გამოჩნდა 16 MB და 32 MB ფლეშ მეხსიერებები.

დღეისობით უკვე არსებობს 8GB, 16GB, 32GB და 64 GB ზომის ფლეშ მეხსიერებები,

მათ გააჩნია როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები:

ფლეშ მეხსიერების დადებითი მხარე:

  • პრაქტიკულია თავისი ზომიდან გამომდინარე;
  • არის მრავალჯერადი გამოყენებისთვის, ანუ შეგიძლიათ ინფორმაციის განუწყვეტლივ ჩაწერა და წაშლა (ქარხნულად გარანტიიდან გამომდინარე დასაშვებია მინიმუმ 5000 ჩაწეერა და წაშლა)
  • არ საჭიროებს დამატებით მოწყობილობას, რადგან ერთდება USB პორტზე;

ფლეშ მეხსიერების უარყოფითი მხარეები:

  • მოაშორეთ წყალს, ჩავარდნის შემთხვევაში საჭიროა კარგად გაშრეს და მერე მოხდეს მისი გამოყენება;
  • ადვილად ვირუსდება;
  • არასაიმედოა - ანუ სასურველია ინფორმაციის ასლი სხვაგან გქონდეთ შენახული, რადგან შეიძლება ერთ დღესაც კომპიუტერზე შეაერთოთ და აღარ გაიხსნას;

 

გარე მეხსიერება - გარე ვინჩესტერი:

USB HDD - გარე ვინჩესტერიგარე ვინჩესტერი საკმაოდ გავრცელებული მოწყობილობა , რომლითაც შეიძლება საკმაოდ დიდი ზომის ინფორმაციის გადატანა სხვა კომპიუტერში, იგი წარმოადგენს ჩვეულებრივ ვინჩესტერს, რომელიც კომპიუტერზე ერთდება USB პორტით.

მასში მოთავსებულია 2.5" ვინჩესტერები და SATA-დან USB-ზე გადამყვანი სქემა.

გარე ვინჩესტერებმა საკმაოდ დიდი გამოყენება ჰპოვეს მოსახლეობაში და მათ იყენებენ ინფორმაციის შესანახად არქივის შექმნის მიზნით, ანუ იმახავენ ისეთ ინფორმაციას რომელიც ყოველდღიურად არ სჭირდებათ, როგორიცაა პირადი ან საოჯახო სურათები, ბავშვების ვიდეო და ასევე სხვადასხვა პროგრამის საინსტალაციო პაკეტები.

დღეისობით გაყიდვაში არის 500GB, 750GB, 1TB-იანი გარე ვინჩესტერები.

გარე ვინჩესტერის დადებით მხარეები:

  • პრაქტიკულია;
  • არ საჭიროებს დამატებით მოწყობილობას, რადგან ერთდება USB პორტზე;
  • გაცილებით საიმედოა ვიდრე ფლეშ მეხსიერება;
  • ინახავს ძალიან დიდი ინფორმაციას;

გარე ვინჩესტერის უარყოფითი მხარეები:

  • მოერიდეთ მის დავარდნას;
  • მოერიდეთ კომპიუტერთან მიერთებულ მდგომარეობაში მის უხეშ გადაადგილებებ, სასურველია მუშაობის პეპრიოდში იმყოფებოდეს გაუნძრევლად;
  • კომპიუტერიდან გამოერთებამდე გათიშეთ სისტემურად;

 

ოპტიკური დისკები:

ინფორმაცია მიღეთ შემდეგი ბმულიდან: კომპაქტური დისკები 

 

გადმოწერა

პაროლი არქივზე: www.gam.ge

 
| | | დათვალიერება: 11363 | ავტორი: giorgi 1 დეკემბერი 2014 | კატეგორია: გაკვეთილები » აპარატურული ნაწილი

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |