ტეგი body » ახალი საინფორმაციო პორტალი

მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML | Arduino

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


ტეგი body
ტეგი body

ტეგი <body> გამოიყენება ვებ-გვერდის კონტენტის (შიგთავსის) შესანახად, რომელიც აისახება ბრაუზერში, ე.ი. ის ინფორმაცია რომლეიც გვინდა გამოვიტანოთ საიტზე უნდა მოვათავსოთ <body> კონტეინერში. ამ ინფორმაციას კი მიეკუთვნება ტექსტი, სურათი, ტეგი, javascript და ა.შ.

ტეგი <body> ასევე გამოიყენება ბმულების ( Link ) ფერის და საიტზე ტექსტის ფერის მისათითებლად. ასევე ფონის და მინდვრების პარამეტრების შესაცვლელად.

ვებ-გვერდის კოდირებაში  <body> ტეგი იხსნება </head>-ის შემდეგ და შესაბამისად იხურება კონტენტის დასრულების დროს, ანუ როგორც უკვე ავღნიშნეთ გვერდის კონტენტი უნდა იყოს მოთავსებული <body>...</body> ტეგებს შორის.

განვიხილოთ <body> ტეგის ატრიბუტები:

  • bgcolor - ვუთითებთ გვერდის ფონს, ფონი შეიძლება მითითებული იყოს პირდაპირ სიტყვიერად ან თექვსმეტობით კოდში, მაგ: თუ გვინდა გვერდის ფონი იყოს წითელი, მაშინ ატრიბუტს მნიშვნელობაში მივუთითებთ bgcolor="red" ან თექვსმეტობით კოდში bgcolor="#ff0000" . სტანდარტული ფერების ჩამონათვალს თავიანთი მნიშვნელობებით მოგვიანებით გავეცნობით.
  • Background - ვირჩევთ საიტის ფონისთვის სურათს, ანუ რაიმე კონკრეტული ფერი კი არ იყოს, არამედ ვებ-გვერდს ფონად სასურველი სურათი დაფიქსიროთ. ეს სურათი სასურველია თქვენივე ჰოსტზე ინახებოდეს, რადგან თუ სხვა მისამართიდან (რომელიმე საიტიდან) მივუთითებთ, შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ ავტორმა ეს სურათი წაშალოს და შესაბამისად ჩვენ საიტზეც აღარ გამოჩნდება. ასევე გაითვალისწინეთ რომ საიტის შექმნისას ერთნაირი ტიპის ფაილები ერთიდაიგივე საქაღალდეებში დაახარისხოთ, მაგ: შექმენით საქაღალდე images და იქ შევინახოთ სურათი picture.jpg, თუ გვსურს საიტზე ამ სურათი ფონად გამოყენება background ატრიბუტს მნიშვნელობაში უნდა ჩავუწეროთ images/picture.jpg , მთლიანობაში შემდეგი სახე ექნება: background="images/picture.jpg".
  • text - გამოიყენება საიტზე არსებული ტექსტის ფერის მისათითებლად. ფერის ტიპი მიეთითება ატრიბუტ bgcolor-ის მსგავსად.
  • link - ვუთითებთ საიტზე არსებული ბმულების (ლინკების) ფერს. ანუ თუ რომელიმე ტექსტზე გაკეთებულია ბმული, მხოლოდ ის ტექსტი მიიღებს მითითებულ ფერს, ფერის ტიპი მიეთითება ატრიბუტ bgcolor-ის მსგავსად. მაგ: link="green" ან link="#008000" ;
  • Alink - გამოიყენება აქტიური ლინკების ფერის მისათითებლად;
  • Vlink - მონახულებული ბმულების ფერის შეცვლა, ანუ თუ ლინკი მინიმუმ ერთხელ მაინც იყო გახსნილი;
  • Topmargin - ეს არის ბრაუზერის ზედა საზღვარსა და ვებ-გვერდის კონტენტს შორის მანძილი (დაშორება) მიეთითება პიქსელებში; მაგ: topmargin="100" ;
  • Leftmargin - ვუთითებთ ბრაუზერის მარცხენა საზღვარსა და ვებ-გვერდის კონტენტს შორის მანძილს (დაშორებას) მიეთითება პიქსელებში;
  • Rightmargin - ვუთითებთ ბრაუზერის მარჯვენა საზღვარსა და ვებ-გვერდის კონტენტს შორის მანძილს (დაშორებას) მიეთითება პიქსელებში;
  • Bottommargin - ვუთითებთ ბრაუზერის ქვედა საზღვარსა და ვებ-გვერდის კონტენტს შორის მანძილს (დაშორებას) მიეთითება პიქსელებში;

 

მაგ:

<body bgcolor="red" text="blue" alink="green" vlink="yellow">

 

ამ ნიმუშიდან ჩანს რომ საიტს ექნება წითელი ფერის ფონი, ტექსტი აისახება ლურჯ ფერში, აქტიური ბმულები მწვანე ფერით და მონახულებული ბმულები ყვითელ ფერში.

 

 

გადმოწერა

პაროლი არქივზე: www.gam.ge

 
| | | დათვალიერება: 3018 | ავტორი: giorgi 6 ნოემბერი 2014 | კატეგორია: » HTML

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |