ინფორმაციის ერთეულები, ბიტი, ბაიტი, კილობაიტი, მეგაბაიტი, გიგაბაიტი. ფაილის ზომა, ფაილის მისამართი, ფაილის შექმნის თარიღი

მთავარი |  სიახლის დამატება |  საინტერესო რჩევები |  თხოვნები |  დავამატოთ რჩეულში |  გავხადოთ მთავარი | სტუდენტებს |  HTML

გირჩევთ

შესვლა

ლოგინი
პაროლი
 

საიტზე ძებნა

 

მთვლელი

 

პოპულარული


ინფორმაციის ერთეულები
ინფორმაციის ერთეულები

ფაილი და მისი არსი:

კომპიუტერში ინფორმაცია ინახება ფაილების სახით. ფაილი არის მეხსიერების გარკვეული ნაწილი სადაც ინახება გარკვეული ტიპის ინფორმაცია ანუ ინფორმაციის ერთობლიობას, რომელიც ჩაწერილია დისკზე და აქვს საკუთარი უნიკალური სახელი, ფაილი (File) ეწოდება.

ფაილს გააჩნია 5 პარამეტრი: სახელი, გაფართოვება, ზომა, შექმნის თარიღი და მისამართი. განვიხილოთ თითოეული მათგანის დამიშნულება.

ფაილის სახელი:

სახელი _ საჭიროა კომპიუტერისათვის, რომ მოხდინოს ამა თუ იმ ფაილის აღქმა როგორც მთლიანი ინფორმაციის რაღაც ნაწილი. სახელში შეიძლება გამოყენებული იქნას ასოებთან ერთად ციფრებიც, ასევე სხვა სიმბოლოებიც გარდა შემდეგისა:

*  /  \  ?  ~  :   <  >

ფაილის სახელი არ უნდა აღემატებოდეს 255 სიმბოლოს. მიუხედავად ამისა გაითვალისწინეთ რომ ნუ დაარქმევთ ძალიან დიდ სახელებს.

ფაილის ტიპი, სახელი და გაფართოება

ფაილის გაფართოება:

გაფართოება ფაილის სახელის მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი გვიჩვენებს თუ რა ტიპის ინფორმაცია ინახება ფაილში, ამიტომაც ხშირად, გაფართოებას ფაილის ტიპს უწოდებენ. ფაილის გაფართოება შეიძლება მინიჭებულ იქნას როგორც მომხმარებლის, ასევე იმ პროგრამის მიერ რომლის საშუალებითაც არის შექმნილი მოცემული ფაილი. არსებობს სამი სახეობის ფაილები. ესენია: ტექსტური, გრაფიკული და ბგერითი. (ე.ი. ფაილის გაუხსნელად შეგვიძლია დავადგინოთ დაახლოებით რა ინფორმაცია ინახება).

ფაილის სახელი და გაფართოვება გამოყოფილია წერტილით, მაგ:

ფაილის სახელი და გაფართოება


არსებობს სტანდარტული გაფართოვებები:

txt, doc,  _ ტექსტური ფაილები, დოკუმენტები.
bmp, jpg, tif, gif  _ ნახატი, სურათი. (გრაფიკული ინფორმაცია)
mp3, wav, mid  _ სიმღერა, მუსიკა (ბგერითი ინფორმაცია).
mpeg, avi, mov, mp4  _ ვიდეო ფაილები.
sys, dll, log,  _ სისტემური ფაილები.
exe, com, bat _ გამშვები ფაილები (პროგრამას უშვებენ შესრულებაზე)
inf, ini  _ ინფორმაციული ფაილები (სადაც ინახება ინფორმაცია ამა თუ იმ პროგრამის ან მოწყობილობის კონფიგურაციის შესახებ).
bak _ სარეზერვო ასლები, რომლებსაც ქმნიან პროგრამები ფაილის რედაქტირების შემდეგ.


(ავღნიშნავ რომ არსებობს კიდევ უამრავი გაფართოვება სხვადასხვა პროგრამიდან გამომდინარე, რადგან ყველა პროგრამა თავისი გაფართოების ფაილს ქმნის)

გაფართოების გარდა ფაილის ტიპის აღსანიშნავად გამოიყენება ფაილის პიქტოგრამა.

 

ფაილის ზომა:

ფაილის ზომა _ მიუთითებს თუ კომპიუტერის მეხსიერების რა ადგილს იკავებს აღნიშნული ფაილი. ფაილის ზომა დამოკიდებულია მასში არსებულ ინფორმაციის მოცულობაზე.

ყველაზე მცირე ადგილს იკავებენ ტექსტური ფაილები, ხოლო ყველაზე დიდი ადგილს კი ვიდეო ფაილები, ამ შემთხვევაში მათ ზომას განსაზღვრავს ვიდეოს ხანგრძლივობა (წუთებში) და ვიდეოს ხარისხი (რეზოლუცია პიქსელებში).

 

კომპიუტერში ინფორმაცია წარმოდგენილია ელექტრო იმპულსების სახით, ე.ი. პირობითად, რომ ვთქვათ, 0-ებისა და 1-იანების მიმდევრობის სახით. შესაბამისად მონაცემებს ციფრულს უწოდებენ. ინფორმაციის კოდირებისათვის გამოიყენება თვლის ორობითი სისტემა, რომელშიც მხოლოდ 2 ციფრია 0 და 1. ციფრული მონაცემის ერთ თანრიგს, რომელშიც შეიძლება ეწეროს 0 ან 1 და წარმოადგენს ინფორმაციის ზომის მინიმალურ ერთეულს, ბიტს უწოდებენ.

კოდირებისათვის გამოიყენება რვაბიტიანი კომბინაცია, რომელსაც ბაიტი ეწოდება. ინფორმაციის ძირითად საზომ ერთეულად ითვლება ბაიტი.

ამასთანავე არსებობს ინფორმაციის საზომი უფრო მსხვილი ერთეულებიც: კილობაიტი, მეგაბაიტი, გიგაბაიტი, ტერაბაიტი.

 

1 კბ (კილობაიტი) ≈ 1024 ბ (ბაიტი)

1 მბ (მეგაბაიტი) ≈ 1024 კბ (კილობაიტი)

1 გბ (გიგაბაიტი) ≈ 1024 მბ (მეგაბაიტი)

1 ტბ (ტერაბაიტი) ≈ 1024 გბ (გიგაბაიტი)

 

რვაბიტიანი რიცხვებით კოდირებისათვის არსებობს საერთაშორისო შეთანხმებით მიღებული ცხრილი, რომელსაც ეწოდება ASCII (American Standart Code for Information Inrerchange).

ასევე არსებობს თექვსმეტიანი კომბინაციებით კოდების სისტემა, რომელსაც ეწოდება UNICODE. ყველა შესაძლო 16-ბიტიანი კომბინაციების რაოდენობა არის 65536, რაც საკმარისია ყველა არსებული ანბანის სიმბოლოთა კოდირებისათვის.

 

შექმნის თარიღი:

შექმნის თარიღი _ მიუთითებს რა დროსა შექმნილი აღნიშნული ფაილი, (წელი, თვე, რიცხვი, საათი, წუთი, წამი).

 

მისამართი:

მისამართი _ მიუთითებს კომპიუტერის მეხსიერების რა ადგილზე ინახება ესა თუ ის ფაილი. კერძოდ რომელ კატალოგში, რომელ საქაღალდეში.

 

საქაღალდეები:

მონაცემთა შენახვისას ადგილი აქვს შემდეგ პრობლემას: როგორ შევინახოთ მონაცემები კომპაქტური სახით და როგორ უზრუნველვყოთ მათთან მოხერხებული და სწრაფი წვდომა. თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერში დისკზე შესაძლებელია ასი ათასობით ფაილის შენახვა.ფაილთა ასეთ დიდ რაოდენობასთან მუშაობის გაადვილების მიზნით გამოიყენება ფაილთა კატალოგიზაციის მოხერხებული საშუალებები.

ინფორმაციის შენახვის ფორმა კომპიუტერში თავისუფლად შეიძლება შევადაროთ საოფისე კარადას, სადაც ინფორმაცია ინახება სპეციალურ დოკუმენტებში, დოკუმენტები _ საქაღალდეებში, ეს უკანასკნელი კი მოთავსებულია შესაბამის უჯრებში და. ა.შ.

ყოველ დისკს აქვს ერთი განსაკუთრებული საქაღალდე, რომელიც ასოცირდება მთელ დისკთან. მას ეწოდება დისკის ძირითადი საქაღალდე (Root folder) ანუ ძირითადი დირექტორია (Root directory) ყველასათვის ცნობილი C:\ დისკი D:\ დისკი და ა.შ. რომლებსაც My Computer-ში შესვლისას ვხედავთ. ძირითადი საქაღალდე წარმოადგენს დისკის საწყის საქაღალდეს, საიდანაც ხელმისაწვდომია სხვა საქაღალდეები.ძირითადად საქაღალდეში შეიძლება განლაგდეს ფაილებიც და საქაღალდეებიც.აქ განლაგებულ საქაღალდეებს პირველი დონის საქაღალდეებს უწოდებენ. პირველი დონის საქაღალდეში ასევე შეიძლება განლაგდეს ფაილები და მეორე დონის საქაღალდეები ანუ ქვესაქაღადლეები და ა.შ.. შედეგად მიიღება ერთმანეთში ჩალაგებული საქაღალდეების ხის მსგავსი იერარქიული სტრუქტურა, რომელსაც კატალოგთა ხეს (Directory tree) უწოდებენ.

 

მაგალითისათვის განვიხილოთ შემდეგი სქემა:

ფაილური სისტემა, იერარქია

 

ე.ი. როგორც უკვე ავღნიშნეთ საქაღალდის დანიშნულებაა გარკვეული ტიპის ფაილების დახარისხება. მასში შეიძლება ინახებოდეს როგორც ფაილები ისევე სხვა საქაღალდეებიც, არსებულ საქაღალდეში კიდევ სხვა ფაილები და საქაღადეები და ა.შ. საქაღალდეს ფაილის პარამეტრებისგან აგან განსხვავებით გააჩნია მხოლდ სახელი, შექმნის თარიღი და მისამართი. ცარიელი საქაღალდის ზომა ნულის ტოლია ანუ უხეშად რომ ვთქვათ კომპიუტერის მეხსიერებაში ადგილს არ იკავებს. ზოგადად საქაღალდის ზომა დამოკიდებულია მასში არსებულ ფაილებზე და უდრის თითოეული მათგანის ზომათა ჯამს.


მნიშვნელოვანია ფაილია სრული მისამართის (სახელის) ცნება, რომელიც შედგება დისკის ძირითადი საქაღალდის შემცველი ყველა ქვესაქაღალდესა და საკუთრივ ფაილის სახელებისაგან (საქაღალდეების სახელები გამოიყოფა ,,\“ სიმბოლოთი). ძირითად საქაღალდეს არ გააჩნია საკუთარი სახელი.მისი სახელი შედგება დისკის სახელისა და ,,\“ სიმბოლოსაგან. მაგალითად,  C:\- არის დისკის ძირითადი საქაღალდე.

ე.ი. თუ გვაქვს შემდეგი იერარქიული სტრუქტურა-დისკი, მასში მოთავსებული ARC-საქაღალდე, GRAF-ქვესაქაღალდე და gio2.txt - ტექსტური ფაილი, მაშინ ამ ფაილის სრული მისამართი შემდეგნაირად ჩაიწერება:

C:\ARC\GRAF\gio2.txt

 

იმ მოწყობილობას კი სადაც ეს ყველა ინფორმაცია ინახება ვინჩესტერი ეწოდება.

hair transplant

გადმოწერა

პაროლი არქივზე: www.gam.ge

თმის გადანერგვა კლინიკა თალიზში

 
| | | დათვალიერება: 8909 | ავტორი: giorgi 10 ოქტომბერი 2014 | კატეგორია: გაკვეთილები » აპარატურული ნაწილი

თქვენ შემოსული ხართ როგორც არარეგისრტირებული მომხმარაბალი.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.


პროგრამები |  შაბლონები |  სკრიპტები |  ფილმები |  მუსიკა |  შპალერი |  იუმორი |  წიგნები |  თამაშები |  სხვა |